Pages

ბანოფი ფაი


მე ამ ნამცხვარზე თავს ვდებ yes.gif ბანოფი ქვია. ბანანის, ტოფის ( კარამელის) და ათქვეფილი ნაღების სუპერსექსუალური შეთანხმება...

ბანოფი ფაი

ქილა შესქელებული რძე ( მოხარშული)
ბანანის წვენი
500 გრ ნაღები
5 მოზრდილი გადამწიფებული ბანანი
5 კვერცხი
5 სფ კ შაქარი
5 სფ კოვზი ფქვილი
ვანილი
შოკოლადი


1. 5 კვერცხი + 5 სფ კ შაქარი + 5 სფ კ ფქვილი + ვანილი - გამოვაცხოთ კლასიკური ბისკვიტი და გავაცივოთ
2. ბისკვიტი დავნამოთ ბანანის წვენით
3. გავაკეთოთ ბანანის პიურე (ბლენდერით ან ჩანგლით დავჭყლიტოთ)
4. დანამულ ბისკვიტზე წავუსვათ ბანანის პიურე

5. ზემოდან წავუსვათ მოხარშული შედედებული რძე

6. ავტქვიფოტ გაციებული ნაღები და მოვრთოთ ბანანიანი და შედედებულ რძიანი ბისკვიტი

7. დავახეხოთ შოკოლადი

 

მიირთვით ცივი.

Banofee pie http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=501&Itemid=55

1 ქილა შესქელებული რძე ( მოხარშული)
250 გრ ნაღები
5 მოზრდილი გადამწიფებული ბანანი
3 კვერცხი
3 ს. კ შაქარი
80გრ ფქვილი+ მწიკვი სოდა
1/2 ლიმონის წვენი
ვანილი
80 გრ შოკოლადი
სურვილისამებრ ღაიმე თხილეული ან ნიგოზი

ომზადების წესი
3 კვერცხი + 3 ს. კ შაქარი + ფქვილი + ვანილი - გამოვაცხოთ კლასიკური ბისკვიტი 26-28 სმ დიამეტრის ფორმაში და გავაცივოთ
ბისკვიტი დავნამოთ ბანანის, მანდარინის, ანანასის ან ფორთოხლის წვენით. მე 4 მანდარინის წვენი გამოვიყენე, ძალიან მოუხდა
გავაკეთოთ ბანანის პიურე (ბლენდერით ან ჩანგლით დავჭყლიტოთ)მოვასხათ ლიმონის წვენი, რომ არ გაშავდეს
დანამულ ბისკვიტზე წავუსვათ ბანანის პიურე
ზემოდან წავუსვათ მოხარშული შედედებული რძე
ავთქვიფოთ გაციებული ნაღები და მოვრთოთ ბანანიანი და შედედებულ რძიანი ბისკვიტი
სურვილისამებრ, დავაყაროთ დაჭრილი ნიგოზი (ნუში, თხილი)

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze