Pages

ხილის ნამცხვარი ხრაშუნა ზედაპირით


4 ცალი კვერცხი
250 გრ. შაქარი
250 გრ. ნაღები
ცოტა მარილი
350 გრ. ფქვილი
1 შეკვრა გამაფხვიერებელი(ან 1 ჩ.კ სოდაარატავმობმული+1 ს.კ. ძმარი)

ზედაპირი:
150გრ. კარაქი
4 ს.კ. რძე
170 გრ. შაქარი
200გრ. კორნ ფლეიქს(Кукурузные хлопья)

შეგიძლიათ ალუბალი გამოიყენოთ,შეგიძლიათ ნებისმიერი კენკრა.
მე კოწახური და ცოტა მაყვალი გამოვიყენე.

უკეთესი იქნება თუნუქის ფურცელზე რომ გამოაცხოთ.
გამოიყენეთ კარაქ წასმული პერგამენტის ქარალდი ძირზე.

გავთქვიფოთ კვერცხი+შაქარი+ცოტა მარილი,დავამატოთ ნაღები,დავაფქვათ ფქვილი+გამაფხვიერებელი.
დავასხათ თუნუქის ფურცელზე და დავაყაროთ ზემოდან ხილი.შევდგათ რუმელში 170 გრადუსზე გამოსაცხობათ.
სანამ ნამცხვარი ცოტათი გამოცხვება,მანამდე მოვამზადოთ ხრაშუნა ზედაპირი:
კარაქი+საქარი+რზე მივიყვანოთ ადუღებამდე,ცავაყაროთ სიმინდის ფანტელი და გადმოვდგათ.

ნამცხვარს ზედაპირი ცოტათი რომ მოეკიდება(ანუ ამოსული უნდა იყოს და ოდნავ შემაგრებული)გამოვიღოთ და დავადოთ ზემოდან ხრაშუნა ზედაპირი(კარგად გავანაწილოთ მთლიან ნამცხვარზე),ისევ შევდგათ გაზქურაშI და მოვამზადოთ ნამცხვრის საბოლოო გამოცხობამდე.
სპიჩკის რერით მოუსინჯოთ ცომის გამოშრობა.
გამოვიღოთ ღუმელიდან,გავაციოთ და მივირთვათ.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze