Pages

კომშის ტარტი


ცომი:
100გრ. გაყინული კარაქი(გავხეხოთ)
1 1/4 ჩ.ჭ ფქვილი
1 ცალი კვერცხი
2 ს.კ. ცივი წყალი

ფქვილი და კარაქი ცანგლით კროშკამდე მივიყვანოთ და დავამატოთ გათქვეფილი კვერცხი+წყალი,სწრაფად მოვზილოთ ცომი,დავდოთ მაცივარში სანამ გულსართს მოვამზადებთ.

გულსართი:
2 ცალი საშვალო ზომის კომში(გაფცქვნილი და დაჭრილი მოგრძო ნაჭრებათ,1 სმ სისქის).
სეროფი მოვამზადოთ;
0,5 ჩ.ჭ შაქარი+1 ჩ.ჭ წყალი
ჩავყაროთ კომშის ნაჭრები და მოვხარშოთ სერბილებამდე.ამოვალაგოთ კომშის ნაჭრები,შევაგრილოთ.
სეროფი კრემის მოსამზადებლად გვჭირდება.

კრემი:
3 ცალი კვერცხის გული
ვანილი
ლიმონის ცედრა
200მლ. ნაღები 35%
მორჩენილი სეროფი.
2 ს.კ. ფქვილი
100გრ. შაქარი

შაქარი+ფქვილი აურიოთ,დავამატოთ კვერცხის გულები,შევათქვიფოთ ნაღები და სეროფი.შევდგათ გაზქურაზე და სულ მორევით მივიყვანოთ შესქელებამდე.ბოლოს დავამატოთ ცედრა და ვანილი.

გავშალოთ ცომი(24 სმ.ყალიბში) ნაპირები 2 თითის სისქეზე უნდა ამოუყვანოთ(ბორტები გაუკეთოთ ყალიბს).
ჩაუფინოთ მოხარშული კომშის ნაჭრები,ზემოდან გადაუსვათ კრემი და გამოვაცხოთ 250 გრადუსზე 25-30 წუთი.

ძალიან არომატული და ნაზი ნამცხვარია.თბილიც გემრიელია და ცივიც. http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=2323&Itemid=55

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze