Pages

ვაშლის ნამცხვარი თხილის შტრეიზელით


შტრეიზელისთვის:
105 გრ. ფქვილი
0,5 ჩ.კ. დარიჩინი
70 გრ. კარაქი
105 გრ.ყავისფერი შაქარი(თეთრიც შეიძლება)
50 გრ. თხილი,შემწვარი,დაქუცმაცებული

ეს მასა აურიოთ და დავამატოთ ცივი კარაქი,ჩანგლით ამოვსრისოთ და მივიღოთ კროშკა,შევდგათ მაცივარში.

გვესაჭიროება მომჟავო ჯიშის 3-4 ცალი ვაშლი(მე ანტონოვკა ვიხმარე),გავტალოთ და ტხლად დავჭრათ.

ცომისათვის:
220 გრ. ფქვილი
1,5 ჩ.K. გამაფხვიერებელი
ცოტა მარილი
90 გრ. კარაქი(ოთახის ტემპერატურის)
150 გრ. შაქარი
2 ცალი კვერცხი
1 პაჩკა შაქრიანი ვანილი
120მლ. რძე

გავთქვიფოთ კარაქი+შაქარი+ცოტა მარილი 10 წუტის განმავლობაში,შევათქვიფოთ კვერცხები,დავამატოთ ვანილი.
ფქვილში აურიოთ გამაფხვიერებელი და გათქვეფილ მასას დავამატოთ ცოტა ფქვილი(მოურიოთ),რძე დავასხათ ცოტა(თან მოურიოთ) და გავიმეოროთ ასე სანამ სულ არგავხარჯავტ მასალას.
გამოვა უნაზესი,კრემისებრი ცომი

ჩავასხათ ცომი პერგამეტ მოფენილ ყალიბში(26 სმ.დიამეტრში),დავალაგოთ ზემოდან ვაშლის ნაჭრები და მოვაყაროთ შტრეიზელი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-45 წუთის განმავლობაში.
შევაგრილოთ და გავჭრათ,მივირთვათ ნაყინთან ერთად,თბილი უგემრიელესია!

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze