Pages

ნამცხვარი კონიაკში ჩაბასტურმებული მსხლით


ბისკვიტი:

2 ცალი კვერცხი

60გრ.შაქარი

მწიკვი მარილი

100გრ.ფქვილი

1/4ჩ.კ.გამაფხვიერებელი



ყალიბი 26სმ.დიამეტრის



სუფლე:

2 ცალი კვერცხის ცილა

200გრ.შაქარი

200გრ.დაბლენდერებული ჟოლო

400მლ.ნაღები

20-25გრ.ჟელატინი


მომზადების წესი

კვერცხი+2ს.კ თბილი რძე შაქარი და მარილი გავთქვიფოთ კარგად,დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში.

ფქვილი+გამაფხვიერებელი აურიოთ და დავაცრათ კვერცხიან მასას,ნაზად ამოურიოთ და გადავიტანოთ პერგამენტ დაგებულ ყალიბში.გამოვაცხოთ 185 გრადუსზე 22-25 წუთის განმავლობაში.

გავაციოთ ბისკვიტი.

მოვამზადოთ სუფლე:

ჟელატინს დავასხათ ანადუღარი ცივი წყალი 50მლ.და დავდგათ გასაფუებლად.

დავაბლენდეროთ ჟოლო.

გავთქვიფოთ მაგარი ბეზე 2 კვერცხის ცილით და 150გრ.შაქრით.

გავთქვიფოთ ნაღები.

გაფუებულ ჟელატინს დავაყაროთ მორჩენილი 50გრ.შაქარი და ორთქლზე გავადნოთ ჟელატინის მასა,შაქრის სრულ გადნობამდე.

შევურიოთ შეგრილებული ჟელატინი ბეზეს მასას,დავამატოთ ჟოლო და ნაღები,ამოურიოთ და დავასხათ ყალიბში ჩადებულ ბისკვიტს.

შევდგათ მაცივარში მინიმუმ 4 საათით.

გავაფორმოთ მოყრილი შოკოლადით.
დამატებითი ინფორმაცია
პ.ს.მე არმიყვარს ძალიან ტკბილი,ამიტომ მომზადებულ სუფლეს მასას გაუსინჯეთ გემო...თუ აკლია შაქარი შეგიძლიათ შაქრის პუდრი დაამატოთ მასას, გემოვნების მიხედვით.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze