Pages

Bavarois ბავარიული სუფლეს ტორტი


რძე - 500 ლმ.ლ;

კვერცხი - 6 ცალი;

შაქარი - 100 გრ კრემისთვის, 3 სადილის კოვზი ბისკვიტისთვის;

ნაღები ასათქვეფი - 200 მლ.ლ;

პურის ფქვილი - 3 სადილის კოვზი;

ვანილის ჩხირი;

ჟელატინი - 30 გრ;

არომატი -

1. ხილი - 300 გრ ან ჯემი - 200გრ;

ან მაგარი ყავა - 100 მლ.ლ;

ხილი, შოკოლადი ან საჭმელად ვარგისი ყვავილები (მაგ: ია, გვირილა) გასაფორმებლად.

 

ორი ჯამი, მიქსერი, ერთი მომცრო ქვაბი, ნამცხვრის ფორმა - ხსნადი გვერდებით 26 სმ დიამეტრით, ან ორი ცალი 20 სმ დიამეტრით.

 

მომზადების დრო - 30 წუთი; ჩაცივების დრო  10-12 საათი.

მომზადების წესი

1. გაახურეთ აირღუმელი. ტორტის ფორმაში  ჩააფინეთ კულინარიული ქაღალდი (გვერდებზეც ამოაფინეთ);

2. გააკეთეთ 3 ცალი კვერცხისგან, 3 სადილის კოვზი შაქრისგან და 3 სადილის კოვზი ფქვილისგან  ტორტის ბისკვიტი.  მასა გაანწილეთ ერთ დიდ, ან ორ პატარა ფორმაში და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე. დაახლოებით საჭიროა 20-25 წუთი;

3. დაალბეთ ჟელატინი, თუ ფირფიტებია- კრემის მასისთვის დაალბეთ 12 ცალი ( ანფხვიერი -  20 გრ) ჟელატინი 100 გრ ცხდელ წყალში;

4. რძე ჩაასხით ქვაბში, ჩაუშვით ვანილის ჯოხი და შედგით ასადუღებლად;

5. დარჩენილი 3 ცალი კვერცხის გული ათქვიფეთ 100 გრამ შაქართან და დაამატეთ ადუღებული რძის ნახევარი. როცა გოგლი-მოგლი კარგად გაიხსნება რძეში, მთლიანად ჩაუშვით დანარჩენ რძიან ქვაბში და ნელ ცეცხლზე შედგით;

6.  ურიეთ, მაგნამ, სანამ ეს მასა ოდნავ არ შესქელდება, ან მასა კოვზზე მიკვრას არ დაიწყებს;

7. შეურიეთ დამბალი ჟელატინი და ურიეთ მის გახსნამდე. გადმოდგით და გააცივეთ ცივ წყლიან ჯამში, ხშირად ურიეთ, რომ თანაბრად გაცივდეს, და ჯელე ალაგ-ალაგ არ შეიკრას;

8. ათქვიფეთ ნაღები;

9. ათქვიფეთ დარჩენილი 3 ცალი ცილა ღრუბელად და შეურიეთ ნაღებს. ეს მასა შემდეგ მთლიანად შეურიეთ ჟელატინიან მასას;

10. მოასხით გაცივებულ ტორტის ბისკვიტებს და შედგით მაცივარში გასამაგრებლა;

11. 3 ცალი (8 გრ) ჟელატინის ფირფიტას დაასხით 100 გრ ხილის წვენი, ყავა ან საღებავ შერეული ტკბილი წყალი. დაალბეთ და შემდეგ შეათბეთ ჟელატინის სრულ გახსნამდე, ბოლოს  გადმოდგით ცეცხლიდან და გაწურეთ. როცა შეგრილდება და სუფლეს მასაც გამაგრებული იქნება - დაასხით ტორტს. ძალიან თხელ ფენად დაედება;

11’. სიმარტივისთვის, შეგიძლიათ სწრაფად მაგრებადი ჟელატინი გამოიყენოთ და უკვე გაცივებულ ტორტს მოასხათ სუფრაზე მიტანის წინ.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze