Pages

შოკოლადის ლავა


180 გრამი შაქარი;
40 გრამი ფქვილი;
3 ცალი კვერცხი;
180 გრამი კარაქი;
180 გრამი შავი შოკოლადი (სულ მცირე 60%).

მომზადება
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ თეთრი მდგრადი ქაფის წარმოქმნამდე;
ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი და განვაგრძოთ თქვეფა;
შავი შოკოლადი გავალღოთ სულ ცოტა წყალთან ერთად და ნელ-ნელა მორევით დავუმატოთ კარაქი;
ნარევი დავამატოთ კვერცხისა და ფქვილის ქაფს და კარგად ავთქვიფოთ;

დავასხათ ცომი ცივ ტაფაზე და ვაცხოთ 15-20 წუთი თბილ ღუმელში (დაახლოებით 180ºC-ზე).

შოკოლადის ლავა ანუ Molten cake http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=181&Itemid=55

150 გრამი შოკოლადი 70% კაკაოს შემცველობით
125 გრამი კარაქი
60 გრამი შაქარი
ვანილი
60 გრამი ფქვილი
6 კვერცხი
2 კვერცხის გული
10 გრამი კაკაოს ფხვნილი კაკაოს ფხვნილი არ მქონდა საკმარისი ხსნადი ყავის ფხვნილი დავმატე 2 ჩაის კოვზი
მომზადების წესი

ორთქლზე ვადნობთ კარაქს და შოკოლადს და თანდათანობით ვათქვიფავთ დანარჩენ ინგრედიენტებს. ეს მასა ერთი ღამით შედეთ მაცივარში. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. ეს ნამცხვარი ცხვება სპეციალურ ფორმებში (ლითონის ფირფიტაში არის ჩაღმავება). გახურებულ ფორმას კარაქი მოუსვით და კაკაოს ფხვნილი მოაყარეთ. შეავსეთ ფორმები ცივი ცომით და 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 9 - 10 წუთით შედეთ. ამ ნამცხვარს ქერქი უცხვება და გული კი არის ცხელი შოკოლადი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა გადმოვიღოთ თეფშზე, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი და გვერდი დავუმშვენოთ ვანილის ან ნაღების ნაყინის ბურთით.

როცა ვამზადებ ცომს, შემდეგ სილიკონის ჭიქებში ვანაწილებ და ისე ვყინავ, ვაცხობ იმდენს რამდენიც მჭირდება - 1 ან 2 ჭიქა თითო კაცზე.. დანარჩენი დევს საყინულეში და როცა მჭირდება მაშინ ვაცხობ.

ლითონის ფორმაში ვაცხობდი, მახსოვს 12-ს ავსებდა;
ეხლა სილიკონის ჭიქებში ვაცხობ და აქაც სადღაც მასე 14-16 გამოდის..

 

Fondant au chocolat ანუ შოკოლადის ნამცხვარი მდნარი გულით   http://ratatui.me/2012/05/21/fondant-au-chocolat-2/  ნ.ჯ.

ინგრედიენტები გაკუთვნილია 4 ულუფისთვის, თუმცა მე 6 სილიკონის ფორმა შევავსე. ანუ რაოდენობა დამოკიდებულია საცხობი ფორმის ზომაზე.

80 გ შოკოლადი

50 გ კარაქი

30 გ ფქვილი

2 კვერცხი

40 გ შაქარი

შოკოლადი და კარაქი გაადნეთ ორთქლზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

კვერცხები ათქვიფეთ შაქართან ერთად და ჩაამატეთ მასში შოკოლადის მასა.

დააცერით ფქვილი და მოურიეთ.

გაანაწილეთ კარაქწასმულ ფორმებში (მე ნახევარზე ცოტა მეტი ჩავასხი) და შედგით 200-210 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8 წთ. ამის შემდეგ გამოიღეთ, 3-4 წთ დააცადეთ და ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან.

მიირთვით მაშინვე, ნაყინის ბურთულასთან ერთად. უხდება კენკრაც: მარწყვი, ჟოლო…

პ.ს. რამდენიმე დეტალი აუცილებლად გაითვალისწინეთ: ყველა ღუმელის ტემპერატურა მეტ-ნაკლებად განსხვავდება, ამიტომ უკეთესი შედეგის მისაღებად, სჯობს ჯერ ერთი ცალი გამოაცხოთ და შემდეგ სათანადო ცვლილებები შეიტანოთ ცხობის დროში და ტემპერატურაში, თუ საჭიროდ ჩათვლით, რასაკვირველია.

საერთოდ, ეს ნამცხვარი კერამიკის ფორმებში ცხვება, თუმცა იყენებენ მეტალის და სილიკონის ფორმებსაც. მე სწორედ სილიკონის გამოვიყენე. ყველა ფორმა სხვადასხვანაირად ანაწილებს ტემპერატურას, მეტალს და კერამიკას ცოტა მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სილიკონს. მე რეცეპტის მიხედვით 10 წთ ვაცხვე 210 გრადუსზე, ვფიქრობ, ჩემი ღუმელისთვის ეს დრო ბევრია,მინდოდა უფრო თხევადი გული ჰქონოდა . სწორედ ამიტომ სხვა დროს 7-8 წუთზე გამოვიღებ. გარეგნულად რომ მიხვდეთ, ქერქი უნდა შეუცხვეს და შუაგულთან კრემოვანი უნდა დარჩეს.

პ.პ.ს. აქვე მივაწერ გამოცდილი კულინარის, ნათია მინაშვილის რჩევას: “ჩემი გამოცდილებით და ხშირად ვაკეთებ – “თავზე უნდა ადგე” ცხობისას, წამებში ცხვება და ძალიან ინდივიდუალურია ღუმელის, ტემპერატურის, საცხობი ფორმის და ცომის გაცივების ტემპერატურის მიხედვით.. ცომი თავიდან არ უნდა იყოს თხელი, ცომი თუ ზედმეტად თხელი იქნა, პირიქით, ცხობის დრო გაიზრდება და სველი კრემი, რაც უნდა დარჩეს, არ იქნება სველი და ჰაეროვანი, მუსივით…”

 http://forum.say7.info/topic10177.html 2 პორციისთვის 40 г чёрного шоколада
40 г сл.масла
1 яйцо
1/4 чашки сахара (я отмерила, получилось где-то 50 гр, я в следующий раз положу грамм 35)
1 ст.л. муки
По вкусу можно добавить ваниль, бренди, ром

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze