Pages

შვრიის ლელანგოები(Oatmeal cookies )


1 ჭ. ნიგოზი ან თხილი(მოხალული,დაქუცმაცებული) ანუ 110 გრ.
170 გრ. კარაქი
1 ჭ. ყავისფერი შაქარი(215 გრ.)
1 დიდი კვერცხი
1ჩ.კ. ვანილის ეკსტრაკტი(შეგიძლიათ 1 პაჩკა შაქარნარევი ვანილი იხმაროთ)
0,5 ჩ.კ. სოდა
3/4 ჭ. ფქვილი(110 გრ.)
ცოტა მარილი
3 ჭ. შვრიის ფირფიტები(გერკულესი) ანუ 260 გრ.
1 ჭ. შოკოლადის წვეთები,ან ქიშმიში,ან ალუბლის ჩირი
აქ 1 ჭ.= 240მლ.(ანუ ამერიკული ჭიქის საზომია)

კარგათ გავთქვიფოთ კარაქი+შაქარი,მერე შევათქვიფოთ კვერცხი+ვანილი,გამოგვივა კრემისებრი მასა.დავაცრათ ფქვილი+სოდა,ამოურიოთ კარგათ და დავამატოთ დანარჩენი მასალა.გამოგვივა წებოვანი მასა.
დავაფინოთ პერგამენტის ქარალდი თუნუქის ფურცელზე.
კოვზით ამოვიღოთ ცომის მასა და დავადოთ პერგამენტის ფურცელზე(ძალიან არგავაბრტყელოთ,არღირს ,მაინც ცხობისას განში გადის ნამცხვარი),დაშორებით, მინიმუმ ორ თითზე დააშორეთ ერთმანეთისგან ნამცხვრის გუნდები!.
გამოაცხეთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.     

მიირთვით აუცილებლად ყავით ან ერთი ჭიქა ჩაციებული რძით 

 

1 ჭ. მოხალული და დაქუცმაცებული ნიგოზი
1 ჭ. ყავისფერი შაქარი
0,5ჭ. თეთრი შაქარი
100 გრ.ქიშმიში
1 ჭ. ქოქოსის ფანტელი
180 გრ. შოკოლადის წვეთები(შეგიძლიათ შოკოლადის ფილა დაჭრათ)
2 ჭ. გერკულესი
2,5 ჭ. ფქვილი
230 გრ. კარაქი(ოთახის ტემპერატურის)
3 ცალი კვერცხი
ვანილი 1 პაჩკა
1 ჩ.კ. სოდა(თავმოუბმელი)
0,5 ჩ.კ მარილი(თავმოუბმელი)

გავთქვიფოთ კარაქი და ორივე შაქარი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები,გამოვა ფუმფულა მასა.
დავამატოთ ვანილი.
დავაცრათ ფქვილი+სოდა+მარილი.ამოურიოთ და დავამატოთ გერკულესი,კიდევ ერთხელ ამოურიოთ მასას.
ნიგოზი,შოკოლადი,ქოქოსის ფანტელი და ქიშმიში,დავაყაროთ ცომს და ამოურიოთ საბოლოოდ.გამოვა ძალიან ნაზი მასა.
ამოვიღოთ კოვზით ნამცხვრის მასა,დავადოთ ცხიმ წასმულ თუნუქის ფურცელზე(5 სმ. დაშორებით),ოდნავ თითით გავაბრტყელოთ თითის სისქის რომ გამოგვივიდეს ნამცხვრები.
გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ 200 გრადუსამდე ღუმელში,10_15 წუთის განმავლობაში,ან შეყვითლებამდე.
რაც უფრო დიდხანს იქნება ღუმელში მით უფრო,ხრაშუნა სტრუკტურის ნამცხვარი გამოვა და რაღაცნაირი საღეჭი.მე უფრო დიდხანს ვამყოფინებ ღუმელში,მიყვარს საღეჭი ნამცხვრები
 

პ.ს. არ არის ფაკტიურად ცხიმიანი და + სასარგებლოა.

ამ პორციიდან გამოდის სადღაც 45-50 პეჩენია,რაოდენობიდან მიუხედავათ მალე ქრება!

მე 3 ვარიანტი

250გრ. თეთრი შაქარი
100 გრ.ქიშმიში
50გრ.ცუკატები(შეგვიძლია ნიგვზით შევცვალოთ)
50 გრ. შოკოლადის წვეთები(შეგიძლიათ შოკოლადის ფილა დაჭრათ)
400გრ. გერკულესი
300გრ.. ფქვილი
200 გრ. კარაქი(ოთახის ტემპერატურის)
200მლ.რძე
1 ცალი კვერცხი
ვანილი 1 შეკვრა
2 ჩ.კ.გამაფხვიერებელი(ან 1 ჩ.კ. სოდა არათავმობმული)

1/3 ჩ.კ მარილი(თავმოუბმელი)

მომზადების წესი


გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი,შევათქვიფოთ კვერცხი,გამოვა ფუმფულა მასა.
დავამატოთ ვანილი.
დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი+მარილი.ამოურიოთ და დავამატოთ გერკულესი,კიდევ ერთხელ ამოურიოთ მასას.
შოკოლადი და ქიშმიში,დავაყაროთ ცომს და ამოურიოთ. საბოლოოდ დავამატოთ რძე.გამოვა ძალიან ნაზი მასა.
ამოვიღოთ კოვზით ნამცხვრის მასა,დავადოთ ცხიმ წასმულ თუნუქის ფურცელზე(5 სმ. დაშორებით).

გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ 190 გრადუსამდე ღუმელში,10_15 წუთის განმავლობაში,ან შეყვითლებამდე.

4 ვარიანტი

 

Snow Cras http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=255

ჰერკულესიანი ცომი მაცივარში შეაგდეთ 1 საათით და მერე გამოაცხვეთ. ამოიღებ კოვზით, მოამრგვალებ და დადებ ტაფაზე.
ჩემსას იდეალურად უჭირავს ფორმა.
რეცეპტი:
200 გრ. კარაქი ან მარგარინი
150 გრ შაქარი
2 კვერცხი
1,5 ჭიქა ჰერკულესი (ნაზი) იგივე 150 გრ.
2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი. ან 1 ჩ.კ. სოდა+ძმარი.
150-200 გრ ფქვილი.

 



წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze