Pages

შავი ქლიავის ღვეზელი კეფირით rtuli


2,5 ჩ.ჭ. ფქვილი
0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
2-3 ს.კ. შაქარი
ლიმონის ცედრა
4 ს.კ. ლიმონის წვენი
მწიკვი მარილი
220 გრ. კარაქი(დარბილებული)
5-6 ს.კ. კეფირი

გულსართი:
600-700 გრ.შავი ქლიავი
150-200 გრ. შაქარი
2 ს.კ. ფქვილი

მშრალი ინგრიდიენტები აურიოთ კარგათ,დავამატოთ კარაქი,გადაურიოთ(გამოვა კროშკა),დავამატოთ ლიმონის წვენი და კეფირი.
მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი(ნაზი),თუ ძალიან მაგარი მოგეჩვენებათ კეფირის დამატება შეიძლება,გადავახვიოთ საკვებ პარკში და მაცივარში 2 საათით დავასვენოთ.
ასეთი ცომი შეიძლება 3 დღე იდოს მაცივარში,ან სულაც საყინულეში შეინახოთ,როცა ღვეზელი მოგინდებატ წინა დღისით მაცივარში გადავიტანოთ და ისე გალღვება,მერე გამოვიყენოთ.

ქლიავს გავაცალოთ კურკები, მოვაყაროთ შაქარი+ფქვილი(მე ვანილის პუდინგის მასა მოვაყარე).
გავშალოთ დასვენებული ცომი(კარგათ ფქვილ მოყრილ მაგიდაზე), ყალიბზე 5-8 სანტიმეტრით(დიამეტრში) დიდი ზომის,ჩავდოთ ყალიბში(ნაპირები გადმოეკიდება)ჩაუდოთ გულსართი,გადმოუკეცოთ ნაპირები,წაუსვათ კვერცხის გული და ღუმელში გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze