Pages

სამარხვო და არასამარხვო ტარტალეტკები კრემით


დავადნოთ 250 გრამი სამარხვო მარგარინი და დავასხათ 3 ს/კ შაქარს და 2 ჩ/ჭ ფქვილს. დავუმატოთ 2 პირსავსე ს/კ სამარხვო მაიონეზი და 1 ჩ/ჭ ფქვილში გახსნილი 1 ჩ/კ სოდა ან ერთი პაკეტი "რაზრიხლიტელი", ცოტა ვანილი და ტარტალეტკის ფორმებში გამოვაცხოთ.

კრემი:
1 ჭიქა ქოქოსის ბურბუშელას დავასხათ 1 ლ. წყალი და ვხარშოთ მანამ, სანამ სითხე ბლანტი არ გახდება, შემდეგ გადავწუროთ კარგად.
3 ჭიქა ქოქოსის ნახარში + 2 ჭიქა შაქარი + 1 ჭიქა ფქვილი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, მთლიანად ერთიან მასად უნდა გადაიქცეს, არ უნდა ჰქონდეს კურწლები. შემდეგ ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე და თან ვურიოთ, რომ წამოდუღდება, კიდევ 3-4 წუთით ვშუშოთ, კრემმა არ უნდა მიიწვას. 
გავთქვიფოთ 200 გ. სამარხვო კარაქი და შევათვიფოთ გაციებული ქოქოსის კრემი+ ცოტა ლიქიორი. ტარტალეტკებში ჩავდოთ რაიმე ჯემი, შემდეგ კრემი და ზემოდან მოვრთოთ ქოქოსის ბურბუშელათი.
ზემოდან მოვრთე ყურძნით.

კლასიკური "ტარტალეტკა"

დავადნოთ 250 გრამი მარგარინი და დავასხათ 3 ს/კ შაქარს და 2 ჩ/ჭ ფქვილს. დავუმატოთ 3 კვერცხის გულიდა 1 ჩ/ჭ ფქვილში გახსნილი 1 ჩ/კ სოდა ან ერთი პაკეტი "რაზრიხლიტელი", ცოტა ვანილი და ტარტალეტკის ფორმებში გამოვაცხოთ.
კრემი - მოხარშული.

არასამარხვო 


ტარტალეტკის ცომი ჩვეულებრივი ფხვიერი ცომია..  http://forum.ge/?f=82&showtopic=34282859&st=375 TAMTAD  
3 კვერცხის გული 1 ს. კ. კონიაკი. 1 ს.კ. ზეთი 150 გრ შაქარიაურიე ერთმანეთში, ცალკე აურიე 4 ჩ,ჭ. ფქვილი+1 ც გამაფხვიერებელი და დაკეპე კარგად 250 გრ მარგარინთან ერთად. შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად აურიე ეს ყველაფერი ერთად. ეს არის ძირითადი მასა, რომელშიც გემოვნებით შეგიძლი შეურიო გახეხილი ნიგოზი, თხილი კაკაო და ა.შ. ან პირდაპირ გამოიყენო.
ხო რაც მტავარია ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ცივი და მოზელვისთანავე შეახვიე კულინარიულ ცელოფანში და 30 წთ მაინც შეინახე მაცივარში.
.
რომ გამოაცხობ კრემამდე ძალიან უხდება მომჟავო ხილი. შემდეგ მოხარშული კრემი რომელიც გაგეხარდება. ბოლოს ნაღები და მერენგაა ერთად .

ათქვიფავ 3 კვერცხის ცილას ძალიან მაგარ ბეზეს დაუმატებ 180 გრამ შაქრის პუდრას და გააგრძელებ თქვეფას სანამ ძალიან არ გამკვრივდება მასა და პრიალს არ დაიწყებს.

იმ წამსვე ათქვიფავ დაახლოებით 400 გრამ ცივ ნაღებს ცოტა ვანილთან და შაქრის პუდრასთან ერთად. შემდეგ, კი ამ ბეზეს მასას და ნაღებს შეურევ ნელ-ნელა . და სულ ესაა.

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1988&Itemid=55  კიდევ ერთი ვარიანტი

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze