Pages

ტირამისუ


4 ცალი კვერცხი კარგათ გავთქვიფოთ 150 გრ. შაქრის პუდრთან ერთად დაუმატოდ გაცრილი 90 გრ.ფქვილი და 30 გრ.კაკაო (ტურქულს ვხმარობ კარგი მუქი ფერის გამოდის) გამდნარი კარაქი 50 გრ. შეურიე და ცომი საცხობ ქაღალდით ჩაფენილ ფორმაში ჩაასხი( მე 26 სმ.მრგვალ ფორმას ვხმარობ),გამოაცხე. კრემი:მასკარპონე 500 გრ(მე კრიმჩიზი ვიხმარე).გათქვიFე და თითო(სულ 2 ცალი)კვერცხის გული შეათქვიFე.გათქვიფე ცილები და 50 გრ. შაქარი.ეს ბეზეშეათქვიფე მასკარპონეს და დაუმატე 2 ს.კ. ამარეტოს ლიქიორი(მე მშრალი თეთრი ღვინო დაუმატე). გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერი შუაზე და დანამე მაგარი ხსნადი ყავის ნაყენით+ლიქიორი,მოასხი გამდნარი 100გრ.თეთრი შოკოლადი+20 გრ.კარაქი,წაუსვი ნახევარი კრემი. დაადე მეორე ბისკვიტი და გაიმეორე ყველაფერი თეთრი შოკოლადის გარდა.წაუსვი კრემი და კარგათ მოაყარე კაკაო

მარწყვის ტირამისუ:

კრემს ვაკეთებ შემდეგნაირად:
ვთქვიფავ 250 გრ. თხევად ნაღებს გასქელებამდე,ისე რომ ამოტრიალებისას არ გადმოვიდეს,ვამატებ შაქრის პუდრას,დაახლოებით ნახევარ ჭიქას,საერთოდ ვსინჯავ ხოლმე და გემოვნების მიხედვით ვატკბობ.
ცალკე ავთქვიფოთ ორი კვერცხის გული და 250 გრამი მასკარპონე,ასევე გასქელებამდე და შევურიოთ შემდეგ ორივე მასა,დავამატოთ ვანილი.

მარწყვის წვენს დავუმატოთ ცოტა კონიაკი,ნუ სასურველია დავშაქროთ მარწყვი და წვენი რო გამოუვა ის გამოვიყენოთ, ანუ მარწყვის სეზონზე უკეთესია გაკეთება smile.gif

წავუსვათ ფორმას ცოტა კრემი და დავალაგოთ წვენში დასველებული ტირამისუს ბისკვიტები,რომლებიც ალბათ იყიდება თბილისში. ბისკვიტებს მთლიანად არ ვდებ წვენში,მხოლოდ ორივე მხრიდან ვასველებ.
შემდეგ ისევ კრემი და თხლად დაჭრილი მარწყვი,მე ვაკეთებ ორ ფენად. ბოლო ფენაზე მარწვს ისევ თხლად ვუსვამ კრემს.

ისევე როგორც ჩვეულებრივ ტირამისუს ამასაც თავზე ვაყრი კაკაოს,მარწყვი და შოკოლადი მშვენიერ ჰარმონიაშია ერთმანეთთან smile.gif
კაკაო მხოლოდ თეფშზე, ანუ მირთმევამდე smile.gif
 ტირამისუს ნაყინი ტორტი

3 კვერცხის გული
500გ მასკარპონე (კარგია "გალბანი"-ს ფირმის)
100გ შაქარი
200მლ ყავა
20-მდე სავოიარდის ორცხობილა
2სკ ამარეტო
5სკ კაკაოს ფხვნილი
კრემი შანტიი (პულვერიზატორიან ქილებში რომ იყიდება)

ააფუვეთ კვერცხის გული შაქარში, დაამატეთ მასკარპონე დაკარგად ათქვიფეთ, ბოლოს ჩაამატეთ ამარეტო
კარგად შეფუთეთ გრძელი კექსის ფორმა ფოლგაში (შემდეგ ადვილი ამოსაღები რომ იყოს), ძირში ჩაუწყვეთ ორცხობილები, კარგად დანამეთ ყავით
ჩაასხით მომზადებული კრემის ნახევარი, კარგად მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი
დააწყვეთ ზემოდან დარჩენილი სავოიარდები, მოასხით დარჩენილი ყავა, კრემი და მოაყარეთ კაკაო
შეახვიეთ მთლიანად ფოლგაში და შედგით საყინულეში მინიმუმ 4 საათის განმავლობაში
შემდეგ გადაიტანეთ ბრტყელ ჭურჭელზე მორთეთ შანტიის კრემით და მოაყარეთ კიდევ კაკაოს ფხვნილი (ადვილია პატარა საცერი

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze