Pages

ჟოლოს კექსი


130 გრ. კარაქი
3/4 ჩ.ჭ შაქარი
0,5 ჩ.ჭ რძე
2 ცალი კვერცხი
1,5 ჩ.ჭ ფქვილი
1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1 ჩ.ჭ ჟოლო(მალინა)
მე ცოტა შოკოლადის წვეთები დავამატე.

გავთქვიფოთ შაქარი და კარაქი.შევათქვიფოთ კვერცხები(სათითაოდ).
დავამატოთ ნახევარი რძე,დავაცრათ ნახევარი ფქვილი+გამაფხვიერებელი.ამოურიოთ.
ისევ დანარჩენი რძე დავასხათ ცომს,დანარჩენი ფქვილი და ისევ ამოურიოთ,მივიღებთ სქელ არაჟნის მასას.

ჟოლო გავყოთ,ნახევარი ცომში ჩავდოთ,ნაზად ამოურიოთ.
ჩავასხათ ყალიბში ცომისნახევარი,დავაყაროთ დანარჩენი ჟოლო,დავასხათ ისევ ცომის ნაწილი.

გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 30-40 წუთი.

მე მინანქარი მოვასხი:ჯოლომ გამოყო ცოტა წვენი დავამატე შაქრის პუდრი,გავთქვიფე და მოვასხი.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze