Pages

Peach Cobbler


გულსართი:
1,5 კგ. ატამი
1 ჩ.ჭ ჯოლო(მალინა)
0,5 ლიმონის წვენი
100გრ. შაქარი
30გრ. სიმინდის სახამებელი

ცომი:
175 გრ. ფქვილი
80გრ.შაქარი
1,5ჩ.კ გამაფხვიერებელი
1/4 ჩ.კ. მარილი
60გრ.კარაქი
120 მლ.რძე(ან ნაღები)
ვანილი

გავთალოთ ატამი და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.
მოვათავსოთ შუშის ყალიბში და მოვაყაროთ ჟოლო.
აურიოთშაქარი და სახამებელი.
მოვაყაროთ ზემოდან ხილზე,ოდნავ ამოურიოთ ჩანგლით.

მოვამზადოთ ცომი:
ფქვილი,შაქარი,მარილი,ვანილი,გამაფხვიერებელი,მოვათავსოთ ჭურჭელში,ამოურიოთ ,დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი.
მასა ნამცეცებივით უნდა გამოგვივიდეს.დავასხათ რძე,ამოურიოთ.
როგორც შეერთდება ცომის მასა,გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე,მივცეთ მრგვალი ფორმა(1,5 სმ.სისქის) და გამოვჭრათ რგოლები.
დავადოთ ზემოდან ხილს,წაუსვათ ცოტა რძე.შევდგათ ღუმელში(წინასწარ გახურებულში 200გრადუსამდე) და გამოვაცხოთ ნამცხვრის ზედაპირის შეყვითლებამდე ,დაახლოებით 30-40 წუთით.
მოვაყაროთ,გაციებულ ნამცხვარს შაქრის პუდრი
ძალიან უხდება ნაყინი!

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze