Pages

სახლის უგემრიელესი მასკარპონე:


1 ლიტრა ნაღები 30% მინიმუმ და 36% დე.
1/4ჩ.კ ლიმონ მჟავა +1 ჩ.კ. წყალში გახსენი
გაათბე ნაღები 75 გრადუსამდე,ანუ ხელს უნდა კბენდეს.
დაამატე ლიმონ მჟავა და 10 წუთის განმავლობასი,ნელ ცეცხლზე უნდა იდგეს ჭურჭელი ,ურიე.
დოლბანდი გადაკეცე რამდენიმეჯერ.
როცა აიჭრება ნაღები გადაიტანე დოლბანდში და ქვაბზეგადაკიდე,დასაწურად.
რბილი ცომის კონსისტენციას მიიღებს გადაწურული მასა,ანუ მასკარპონეს მიიღებ .
გადაიტანე ქილაში,შეინახე მაცივარში.
გამოგივა 500გრ. მასკარპონე!

შრატისგან,მოზილე ბულკების ცომი და გამოაცხე 

tos-ka http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=735

მასალა: არაჟანი (რაც შეიძლება ცხიმიანი) 800-1000 გრ, რძე - 150-200 გრ, ლიმონის წვენი - 2 ჩაის კოვზი.

არაჟანი რძით გაათხელეთ და საშუალო ცეცხლზე შემოდგით. მუდმივად უნდა ურიოთ (არ აადუღოთ). რომ გაცხელდება, ჩაამატეთ ლიმონის წვენი, ცეცხლის ალს დაუწიეთ და გააჩერეთ მაქსიმუმ 5 წუთი. თუშფალანგზე (დრუშლაგი) დააფინეთ 3-4 კეცი დოლბანდი (მარლა) და მასზე გადაიტანეთ მომზადებული მასა. მაქსიმალურად დაწურეთ სითხისაგან, დაახლოებით 30-40 წუთი დაჭირდება და თქვენი მასკარპონეც მზადაა. შეგიძლიათ ცოტა ხნით მაცივარშიც შეინახოთ

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=2103&Itemid=55   LUTA,

500 გრამი ნაღები 30 დან 40 %
მე 35 % გამოვიყენე
1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

ნაღები მოვათავსოთ ქვაბში და ორთქლის აბაზანაზე გავაცხელოთ 90 გრადუსმადე. თუ თერმომეტრი არ გაქვთ, მაშინ დააკვირდით - ნაღები ბუშტუკებს გაიჩენს ზედაპირზე, თითქოს ემზადება რომ ადუღდეს უკვე ხართ 90 გრადუსზე. დაახლოებით 15 წუთი უნდა.შემდეგ ჩავასხათ ლიმონის წვენი და ვურიოთ განუწყვეტლივ. დაახლოებით 10 წთ კუაგულირდება ნაღები. არ უნდა აიჭრას და არც ხაჭოსმაგვარი სტრუქტურის \'კურკუშალები\\' უნდა გაიჩინოს. კრემის კონსისტენცია ექნება, ერთიანი.ადმოვდგათ ცეცხლიდან და თავახდილს ვაცადოთ რომ გაცივდეს. შემდეგ დავაფაროთ თავი და შევდოთ მაცივარში 8 -12 საათი. ამ დროის გასვლის შემდეგ ბადიან საწურზე დავაფინოთ დოლბანდი და მოვათავსოთ მასკარპონეს მასა და შევდოთ მაცივარში დასაწურად 12 საათი შემდეგ გადმოიღეთ მასკარპონე დოლბანდიდან და იგი უკვე მზად არის დანიშნულებისამებრ მოსახმარებლად. სახლში მომზადებული მასკარპონე ინახება მაცივარში 2-3 დღის განმავლობაში .შრატი 35% ნაღებზე ძალიან ცოტა გაუვიდა . 30 % ნაღებით მომზადებულს კი შედარებით მეთტი ქონდა . 500 გრამი ნაღებიდან გამოვიდა 250 გრამი მასკარპონე .

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze