Pages

,ქოქოსის ორცხობილები'


პირველ ჯერზე: 3 ჩ/ჭ ქოქოსის ფანტელი+2 სავსე ს/კ ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში.
II მოქმედება: ქვაბში ჩავყაროთ 1ჩ/ჭ შაქარი+2ს/კ კარაქი+1ს/კ გლუკოზა (რომელიც რთულის რჩევით, წარმატებულად შევცვალე შაქრისა და წლის დუღილით მომზადებული 2,5 ს/კ სიროფით). ქვაბი დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვურიოთ+3 ათქვეფილი კვერცხი. განვაგრძოთ მორევა განუწყვეტლივ , რათა შაქარი არ მიიწვას და მხოლოდ გაცხელდეს (მასა არ უნდა ადუღდეს!). გადმოვდგათ და ქოქოსის ფანტელებიანი მასა შევურიოთ კვერცხიან მასას. გავაციოთ 1 საათი. მივცეთ ორცხობილის ფორმა. თუ ფორმას ვერ მივცემთ, დავუმატოთ ქოქოსის ფანტელები (მე მეოთხედი ჭიქა კიდევ დავუმატე), ცხიმწასმულ კალკაზე დავაწყოთ მრგვალი ფორმის ორცხობილები და გამოვაცხოთ.
ფორმა ცოტა რთული მისაცემია, წებოვანი მასა გამოდის.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze