Pages

ტორტი 'ფანტაზია


 8 კვერცხის და 1 ჩ/ჭ შაქრის კარგად გათქვეფილი გოგლი-მოგლი + ვანილი + მარილი + 1 ჩ/ჭ ტკბილი ორცხობილას ფხვნილს( კარგად დაფქვილი) მოვაკლოთ ერთი თითის დადება, შევავსოთ ფქვილით და დავუმატოთ ცომს + 1 ჩ/ჭ ცეცხლზე მოტარებული და დაფქვილი ნიგოზი, ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ და ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ.

2) 4 კვერცხის და 1 ჩ/ჭ შაქრის ბეზე გამოვაცხოთ იგივე ფორმაში

3) კრემი:

1 ცალ შესქელებულ რძეს მოვაკლოთ 1/4 და შევავსოთ წყლით, ქვაბში ჩავასხათ, დავუმატოთ 4 კვერცხის გოგლი-მოგლი, დავუმატოთ 2 ჩ/კ ხსნადი ყავა, ქვაბი ჩავდგათ ადუღებლ წყალში და ორთქლზე ვხარშოთ შესქელება-წამოდუღებამდე, რომ გაცივდება, შევათქვიფოთ წინასწარ გათქვეფილი 350 კარაქი და ვანილი.

ბისკვიტი გავჭრათ ორად, წავუსვათ კრემი, დავადოთ ბეზე, მერე კრემი, მერე ისევ ბისკვიტი, ისევ კრემი და ზემოდან დავაყაროთ შოკოლადი და ნიგოზი.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze