Pages

გარგარის ნამცხვარი ხაჭოთი და არჟნით


3 ცალი კვერცხის გული
100გრ. კარაქი(ან დაჩა)
3/4 ჩ.ჭ შაქარი
150 გრ.არაჯანი+100 გრ. ხაჭო
0,5 პაჩკა გამაფხვიერებელი
1,5 ჩ.ჭ ფქვილი
ოდნავ ვანილი

ბეზესათვის : 
3 კვერცხის ცილა+3/4 ჩ.ჭ შაქარი

გარგარი და წითელი სმაროდინა.

გავთქვიფოთ დარბილებული მარგარინი(კარაქი) და შაქრი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხის გულები,დავამატოდ არაჯანი,მოურიოთ კოვზით და დავაცრად გამაფხვიერებელი+ფქვილი.ცომი გამოდის წებოვანი,სქელი არაჯნის.

ყალიბს(25-30ზე,ან თუნუქის ფურცელზე,მაშინ ორმაგი პორციაა საჭირო ყველაფრის) წაუსვათ ზეთი და მოვაყაროთ ფქვილი,გავშალოთ ცომის მასა კოვზით და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე,გავსინჯოთ ჩხირით ცომი,როცა შეატყობთ რომ ზედაპირი თითქმის მზად არის, გამოვიღოთ ღუმელიდან, დავალაგოთ ნახევრებად დაყოფილი გარგლების ნაჭრები და მოვაყაროთ დაახლოებით ერთი მუჭა სმაროდინა.
დავაბრუნოთ ღუმელში 10_15 წუთით ,მხოლოდ სიმხურვალეს დაუწიოთ 180 გრადუსამდე.
ამ დროს ამოვიყვანოთ ბეზეს მასა.
ღუმელიდან 10-15 წუთის შემდეგ ,გამოვიღოთ ნამცხვარი დავადოთ ბეზეს მასა,შევდგათ ღუმელში 5 წუთით,მერე გამოვრთოდ ღუმელი,გავაჩეროთ კიდევ 5 წუთით .

გამოვიღოთ გამომცხვარი ნამცხვარი,გასაციებლად.

 

გარგარის ნამცხვრის რეცეპტს დავდებ, შენ ატმით ჩაანაცვლე http://forum.ge/?showtopic=34400036&f=&st=720&#entry32078755

4 კვერცხი
160 გ შაქარი
200 გ ფქვილი
180 გ მარგარინი
4-5 გარგარი ან ატამი
1 შეკვრა ვანილი
1 შეკვრა საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი)


მომზადება

4-5 ცალი გარგარი (ამ შემთხვევაში ატამი) გავრეცხოთ, გავამშრალოთ, შუაზე გავჭრათ და კურკა ამოვაცალოთ. დროებით გადავდოთ. აირღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. მარგარინი გავადნოთ, დავუმატოთ შაქარი და გათეთრებამდე ვთქვიფოთ. შემდეგ სათათაოდ დავუმატოთ კვერცხები. შემდეგ დავუმატოთ ვანილი, ფქვილი და საცხობი ფხვნილი. ავურიოთ, რომ კოშტები არ ჰქონდეს. საცხობი ფორმა გავპოხოთ მარგარინით, მოვაყაროთ ფქვილი. ცომი ჩავასხათ ფორმაში და ზემოდან თანაბრად გადავანაწილოთ გარგარის ნახევრები ისე, რომ ამობურცული მხარე ზემოდან მოექცეს. საცხობი ფორმა შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა თაროზე და 20-25 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. შემდეგ ცეცხლი გამოვრთოთ და მზა ნამცხვარი გაზქურაშივე დავტოვოთ გაგრილებამდე.

* * *
ალუბალი შეგიძლია ცომს რომ ჩაასხამ, ზემოდან მოაყარო და ცხობისას ჩავა ცომში, თან სასიამოვნო მომჟავო გემოს მისცემს და ლამაზად გამოანათებს რომ გაჭრი. კურკა გამოაცალე ოღონდ

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze