Pages

ტარტატენი სამარხვო


პირველ რიგში, ვინც არ იცის ტარ-ტატენი რა არის მათ ვეტყვი, რომ ტარ-ტატენი არის ვაშლის ლეგენდარული ფრანგული ნამცხვარი და მისი სამშობოა პროვანსი.

მოკლედ: რადგან ტატენ ვაშლის ჯიშის ყიდვა ალბათ შეუძლბელია საქართველოში, ამ, მთავარ, კომპონენტს შეცვლის 5-6, საშუალო ზომის მჟავე ვაშლი(ვინც ევროპაში, ან ამერიკაში ცხოვრობს 'გრანი სმიტი' გამოიყენეთ).

'ქვიშა' ცომისათვის საჭიროა 125 გრამი უმარილო კარაქი 4 დეცილიტრა(ორი ჭიქა) თეთრი ფქვილი, 1 დეცილიტრა წყალი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი.

კარაქი დაჭერით პატარა ნაჭრებათ და ფქვილს დინჯად, თითებით შეაზილეთ ისე, რომ ქვიშასავით მასა მიიღოთ. შემდეგ გააკეთეთ მისაგან 'კრატერი', მარილი და წყალი დაუმატეთ. მოზილეთ კარგად ცომი, შეახვიეთ ცელოფანის პატარა პარკში და შედგით რამოდენიმე საათით მაცივარში.

რამოდანიმე საათის შემდეგ გაფრცქვენით ვაშლები და დაჭერით ნაჭრებად(მე, 12 ნაწილადა ვჭრი თითო ვაშლს), ამასთან შუაგული ამოაჭერით. აიღეთ მცირე ზომის ტაფა(მე, ტარ-ტატენისათჳის განკუთვნილი სპილენძის სპეციალური ტაფა მაქვს) და მის ფსკერზე თანაბრად მოაყარეთ ჭიქანახევარი შაქარი. დაჭერით 125 გრამი კარაქი თხელ ნაჭრებად და შაქარზე თაბრად მოაფინეთ. ამის შემდეგ დაჭრილი ვაშლი ლამაზად დააწყვეთ(მე, წრიულად, მზის სხივებივით ვაწყობ მათ წაღმა-უკუღმა) ნახევარს რომ დააწყობთ, მოაყარეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და დანარჩენ ვაშლს რომ ჩააწყობთ, ზემოდან ერთი ჭიქა შაქარი მოაფრქვიეთ,.შემოდგით ტაფა ნელ ცეცხლზე და 1 საათი და 20 წუთი ათუხთუხეთ, სანამ მოთუხთუხე სითხე ოქროს ფერს არ მიიღებს და არ ჩაკარამელდება. ცოტა ხანი გააგრილეთ, მაცივარიდან ცომი გამოღეთ, ტაფის ზომაზე გააბრტყელეთ და ტაფას გადააფარეთ, არ დაგავიწყდეთ ცომის ჩანგლით დაჩვრიტვა. ამის შემდეგ ტაფა 15 წუთით შედგით 270 გრადუსამდე გახურებულ ჰაერ-ღუმელში. გამოცხობილი ნამცხვრიანი ტაფა გამოიღეთ, ზედ რაიმე თხელი კერამიკული ან მეტალის 'პოდნოსი' დაამხეთ და შეეცადეთ ფრთხილად თავდაყირა გადაატრიალოთ, რათა გამომცხვარი ცომი ქვეშ მოექცეს. ტაფა მოხადეთ და... ვოლაა, ტარ-ტატენი მზადაა.

ტარ-ტატენი უნდა მიირთვათ ცხლად(პირს ნუ დაიწვამთ wink.gif ) მას შესანიშნავ კომპანინობას უწევს წითელი, მშრალი ღვინო. 

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze