Pages

ლიმნის ღვეზელი საფუარზე


საფუარი მშრალი 5,5 გრ.(ცოცხალი საფუარი 10-15 გრ.)
500 გრ. ფქვილი
1 ჩ.ჭ რძე
3-4 ს.კ. შაქარი
1 ცალი კვერცხი
ცოტა მარილი
75 გრ. კარაქი

გავხსნად თბილ რძეში საფუარი ,გავაჩეროთ გასაღვიძებლად 10 წუთი.
გავთქვიფოთ კვერცხი + შაქარი,დავამატოდ საფუვრიან რძეს,გავადნოთ კარაქი და იციც დავამატოდ+მარილი,ბოლოს ფქვილი მოუკიდოთ და მოვზილოთ ნაზი ცომი.
როცა ცომი ელასტიური და ხელში მოლაპარაკე გახდება, დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად.

ამ დროს მოვამზადოთ გულსართი:
2 ცალს ლიმონსგადავავლოთ მდუღარე წყალი,კურკა გავაცალოთ,კანიანად გავატაროთ ხორცსაკებ მანქანაში.
დავამატოდ 1 ჩ.ჭ შაქარი(ცოტა მეტი თუ გინდათ დაამატედ).მზად არის გულსართი.

გაფუებული ცომი ვიზუალურად სამად დავყოთ და 1/3 ნაწილი მოვაჭრად,დავყოთ 12ნაწილად და მოგრძო ტოკების ფორმა მივცეთ(მე 4 თანაბარი გავაკეთე და დანარჩენ ცომის თოკებს მერე ვამზადებდი,ყველა სხვადასხვა ზომის უნდა იყოს).

2/3 ცომი(ანუ დარჩენილი) გავშალოთ 35 სმ.(ყალიბი 26 სმ. უნდა იყოს) და ცავაფინოთ ყალიბში.ყალიბი წინასწარ კარაქ წასმული უნდა იყოს და ცომი კედლებზე დამაგრდება.
ჩაუდოთ გულსართი და დავიწყოთ ზემოდან,ცომის თოკებით დაწვნა.

ნაპირები გადაუკეცოთ,ტილო გადავაფაროთ და გავაჩეროთ ცომი ამოსასვლელად.
როგორც ამოვა ცომი გადაუსვად კვერცხის გული+ცოტა რძე და შაქარი.
შევდგათ 200 გრაადუსზე გამოსაცხობათ.
როცა გამოცხვება ზემოდან კარაქი გადაუსვათ და ტილოს ქვეშ დავასვენოთ.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze