Pages

'მთვრალი ალუბალი'


საჭიროა:
1. ტორტის ერთი ბისკვიტი;
2. დაკურკული და სპირტში გამოყვანილი ალუბალი;
3. მოხარშული კრემი;
4. შოკოლადის გლაზური.

მომზადების წესი:

1. აცხობთ ან ყიდულობთ ტორტის ბისკვიტს - სასურველი ზომისას. ჭრით შუაზე და "გამოქუთნით", ანუ გამოუღებთ შიგთავს ორივე ნაწილს, ისე, რომ გარეთა ფორმა, ქერქი არ დაუზიანდეს.
2. ალუბალს ამზადებთ 2-3 დღით ადრე მაინც ვიდრე ტორტის აწყომას დაიწყებთ. ახალ ალუბალს აცლით კურკას, ან ხსნით ზამთრისთვის შენახულ "ბანკას", წურავთ ზედმეტი წყლისგან და ასხამთ რაიმე უფრო დახვეწილი ხარისხისა და გემოს კონიაკს;
3. მოამზადეთ მოხარშული კრემი ჩვეულებრივი წესით. მართალი გითხრათ, მე ყავისფერი შაქრით ჩავანაცვლე თეთრი შაქარი და ფერი თავიდანვე ყავისფერი ქონდა, ნუ გემოც თავისთავად უმფო კარამელ-გარეულის მაგვარი; შეგიძლიათ შეურიოთ კარაქიც და გრუშონიც. აქ მოხარშული კრემი ვარიაციებს იტანს უდავოდ;
4. შოკოლადის გლაზური - საჭიროა ორი სახის, ერთი მარტივი - შიგ კრემში ასარევად, ანუ სისქეს და ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და მეორე, ზემოდან მოსარტავად;
გარეთა "პომადკისათვის" გამოვიყენე - 400 გრ. კაკაოს ფხვნილი (ძალიან მწარე და კარგი ხარისხის), დავუმატე ყავისფერი შაქარი (ეს სიტკბოს მიხედვით), "გრუშონკა" 100 გრ დახლოებით, ვანილი ერთი ღეროს გული, რძე - სადღაც 50 გრ. ეს მალე რომ გახსნილიტო კაკაო და არ მიმწვარიყო ქვაბზე. 
მუდმივად ვურევდი და დუღIლისკენ რომ წავიდა გამოვრთე. გაცივებული იყო ისეთი ფორმის როგორსაც დასვამდი. თან 3-4 დღე იყო რბილი და გემრიელი, უუუგემრიელესი.

ეხლა აწყობა: 

საერთოდ საბოლოო მოხმარებამდე მისაყვენად ჭირდება 4-5 დღე.
ანუ, 3 დღე დაახლოებით "ალუბლის გამოსაყვანად და შემდეგ ტორტის გასაცივებლად კიდევ 2 დღე.

კრემში აურევთ გამოქუთნულ ბისკვიტს, შოკოლადის გლაზურს და ალუბალს. ამ მასით გამოტენით ტორტის ორივე ნახევარს და დაადებთ ერტმანეთზე.
ან ასევე გააცივებთ და შოგოლადის გლაზურს მერე წაუსმევთ, ან პირდაპირ წაუსვით და ისე გააცივეთ.

ტორტის მასა გაჭრის შემდეგ გამოდის ერთიანი მასა, რაღაც ნაყინის მაგვარი

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze