Pages

გარგრის ღვეზელი pipa


3 კვერცხი
1 ჭიქა (200გრ) შაქარი
100 გრ კარაქი
100 მლ. არაჟანი+100მლ მაწონი
2 ჭიქა ფქვილი
1 შეკვრა ვანილის პუდინგი
გამაფხვიერებელი
ვანილი

2 ქილა (400 გრ) დაკონსერვებული გარგრის კომპოტი პატარა ქვაბში ჩაასხი, დაუმატე ვანილი და ცოტა ხანი ცეცხლზე გქონდეს. გააციე.
კვერცხი ათქვიფე შაქართან ერთად, დაამატე ვანილი, რბილი კარაქი, არაჟანი+მაწონი. Fქვილი გაცერი, გაცერი პუდინგის ფხვნილი და გამაფხვიერებელი, აურიე ფქვილთან და დაამატე მასას.ცომი გამოდის წელვადი, ალადის სქელი ცომივით.

ფორმას წაუსვი კარაქი, დაალაგე უკუღმა გარგრები(მარტო გარგარი, წველი გადაასხი) ანუ ანუ მრგვალი პირით ფორმაზე, დაასხი ცომი და გამოაცხვე ასე 35-40 წუთი 180 გრადუსზე. რომ გამოცხვება გაციებისას გადმოატრიალე. 

თუ დაგეზარება ჯერ ცომი ჩაასხი და ზემოდან დააკოსე გარგრები

გარგარის ნამცხვრის რეცეპტი, ატმით ჩაანაცვლე  http://forum.ge/?f=82&showtopic=34400036&st=720

4 კვერცხი
160 გ შაქარი
200 გ ფქვილი
180 გ მარგარინი
4-5 გარგარი ან ატამი
1 შეკვრა ვანილი
1 შეკვრა საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი)


მომზადება

4-5 ცალი გარგარი (ამ შემთხვევაში ატამი) გავრეცხოთ, გავამშრალოთ, შუაზე გავჭრათ და კურკა ამოვაცალოთ. დროებით გადავდოთ. აირღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. მარგარინი გავადნოთ, დავუმატოთ შაქარი და გათეთრებამდე ვთქვიფოთ. შემდეგ სათათაოდ დავუმატოთ კვერცხები. შემდეგ დავუმატოთ ვანილი, ფქვილი და საცხობი ფხვნილი. ავურიოთ, რომ კოშტები არ ჰქონდეს. საცხობი ფორმა გავპოხოთ მარგარინით, მოვაყაროთ ფქვილი. ცომი ჩავასხათ ფორმაში და ზემოდან თანაბრად გადავანაწილოთ გარგარის ნახევრები ისე, რომ ამობურცული მხარე ზემოდან მოექცეს. საცხობი ფორმა შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა თაროზე და 20-25 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. შემდეგ ცეცხლი გამოვრთოთ და მზა ნამცხვარი გაზქურაშივე დავტოვოთ გაგრილებამდე.

* * *
ალუბალი შეგიძლია ცომს რომ ჩაასხამ, ზემოდან მოაყარო და ცხობისას ჩავა ცომში, თან სასიამოვნო მომჟავო გემოს მისცემს და ლამაზად გამოანათებს რომ გაჭრი. კურკა გამოაცალე ოღონდ


 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze