Pages

ღვინის კეკსი ყურძნით


3/4 ჩ.ჭ მშრალი თეთრი ღვინო
2 ცალი კვერცხი
190 გრ. კარაქი
3/4 ჩ.ჭ შაქარი
1,5 ჩ.ჭ ფქვილი
ვანილი
1/8 ჩ.კ მარილი
1 ლიმონის ცედრა
2ჩ.კ გამაფხვიერებელი(რაზრეხლიტელი)
2 ჩ.ჭ კურკა გამოცლილი ყურძენი+1 ს.კ. ფქვილში ამოვლებული
მოსაყრელად:
2 ს.კ გაყინული და გახეხილი კარაქი(50 გრ.)
2 ს.კ. ყავისფერი შაქარი

გავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შაქარი,კარგათ.
შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები.
დავამატოდ ვანილი,ლიმონის ცედრა და მარილი.
დავაცრად ნაწილი ფქვილი+გამაფხვიერებელი,ამოურიოთ და დავასხათ ღვინის ნახევარი რაოდენობა,ამოურიოთ.
ისევ ფქვილის ნაწილი დავაცრად და დავასხათ ღვინის დანარჩენი ნაწილი,კარგად ამოურიოთ და ჩავასხათ ცომი ყალიბში.

ზემოდან დავალაგოთ ყურძნის ნაჭრები და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში,გამოვიღოთ,მოვაყაროთ გაყინული კარაქი შაქარ არეული და განვაგრძოთ ცხობა 15-20 წუთის განმავლობაში.ხის ჩხირით გაუსინჯეთ მზადყოფნა.

გაციებულს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.შესაძლებელია გათქვეფილ ნაღებთან ერთად მირთმევა!

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze