Pages

ხაჭოს პასკა


1კგ ხაჭოს (ჩემი აზრით ნიკორას ხაჭო კარგი იქნება ამ შემთხვევაში) გავქნით საცერში, ბლენდერი და მიქცერი არ იხმაროთ.
400გრ კარაქი ასევე გავქნათ საცერში
10 ცალი მოხარშული კვერცხის გული, ანალოგიურად გავქნათ
შემდეგ მიღებულ მასას ვუმატებთ თითო თითო ჭიქა მოხალულ და დაჭრილ თხილსა და ნუშს.
ასევე ვუმატებთ თუ გაქვთ საზამთროს მურბას, კუბიკებად დაჭრილს (სიროფი კარგათ გადაწურეთ მანამდე)
ასევე ძალიან უხდება ფერადი ჩირები რომ იყიდება, მარაკუიასი და ა.შ., ასევე კუბიკებად დაჭრილი
შაქრის პუდრა, ვანილი და კარიცა გემოვნებით

შემდეგ ვიღებთ ლამაზი ფორმის ჯამებს და ვაფენთ ნამიან მარლას. მიღებულ მასას კარგად ვტენით ამ ფორფებში და ერთი საათით მაცივრში (საყინულე არ უნდა)
შემდეგ გამოვიღებთ და მარლით ადვილად ამოვიღებთ ფორმებიდან

ზემოდან ვისაც გსურთ მოასხავთ გამდნარ შოკოლადს და შეგიძლიათ გააფორმოთ კიდევაც როგორც მოგეწონებათ


1.1 კილოგრამი ხაჭო ორჯერ გავქნათ საცერში, გამოდის ფაფუკი მასა.....
2. 200 გრამი კარაქი და 300 გრამი შაქრის პუდრა კარგად ავთქვიფოთ, სათითაოდ ჩავუმატოთ 3 კვერცხის გული, ვთქვეფთ კარგად გათეთრებამდე და კრენისებრი მასის მიღებამდე...
3. მიღებულ მასას + ლიმნის და ფორთოხლის ცედრა+1 ს.კ. კონიაკი და შევურიოთ ხაჭოს მასა,ისევ ავთქვიფოთ კარგად.
4. შემდეგ დავუმატოთ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში(100 გრამი), +200გრამი ცუკატები(ძალიან მოუხდა ალუბლის), +100 გრამი ნუში, თუმცა მე არ მიქნია და მაინც უგემრიელესი იყო...
მერე გასინჯეთ და თუ უფრო ტკბილი გინდათ კიდევ დაუმატეთ 100 გრამი პუდრა.
5. ცალკე ავთქვეფოთ 33-35% ნაღები და ფრთხილად გადავურიოთ მიღებულ ხაჭოს მასას....
შემდეგ მიღებული მასა ჩავდოთ რაიმე ფორმაში, რომელსაც ნახვრეტები ექნება და რომელშიც ჩაფენილი იქნება ნესტიანი მარლის სამმაგი ან ხუთმაგი ფენა, გადავკეცოთ მარლის ბოლოები და ზემოდან სიმძიმე დავადოთ.....
12 სათით მაცივარში.

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze