Pages

ქადები


ცომი - 2 ჩ/ჭიქა თბილ რძეში ჩავყაროთ 2 ს?კოვზი საფუარი და 1 ჩ/კოვზი შაქარი. დავდგათ თბილ ადგილზე. როცა ქაფივით გაიჩენს თავზე და საფუარი გაიხსნება თავისით, ავურიოთ ასეთი ნათქვეფი მასა: 2-3 კვერცხი + 10 ს/კოვზი შაქარი + ვანილი+ 1/2 ჩ/კოვზი მარილი, სურვილისამებრ - დაფქვილი ილი, მუსკატი და დანის წვერზე კოჭა (იმბირი). ნელ-ნელა შევაზილოთ ფქვილი ჯერ ხის კოვზით, ვიდრე სქელი არაჟნის კონსისტენციის არ გახდება, მერე დავადნოთ კარაქი ან მარგარინი და 8 ს/კოვზი თბილი სახით (და არა ადუღებული) შევაზილოთ ფქვილთან ერთად ისე, რომ ნაზი ცომი მოიზილოს. მოვაყაროთ ფქვილი და ტილოგადაფარებული დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. ერთხელ ან ორჯერ ჩავზილოთ და მერე მზად არის გამოსაცხობად. ძალიან დიდი დრო არ სჭირდება, თუ გამათბობელთან ახლოს იქნება.
შიგთავსი - ტაფაზე დავადნოთ 300 გ კარაქი ან სოფლის ერბო. დავაყაროთ იმდენი ფქვილი, რომ საშუალოდ ფხვიერი მასა გამოვიდეს. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ შაქარი გემოვნებით, ვანილი და ცოტა მარილი.

ცხვება საშუალო ან საშუალოზე ცოტა მარალ ცეცხლზე, როგორც ხაჭაპური და პასკა

შეგიძლიათ გამოაცხოთ რულეტივით, შეგიძლიათ ხაჭაპურივით (ყარაბაღული ვარიანტი). ცომი ქარალდივით არ გააბრტყელოთ, თორემ გულს ვერ დაიჭერს. ძალიან უხდება ასეთ შიგთავსს ნუში. 6-7 ცალი მწარე ნუში ოდნავ მოხალეთ, რომ შეძლებისდაგვარად გაძვრეს კანი, დაფქვით და ქადის გულს შეურიეთ. 

ასეთ ცომში შეგიძლიათ ნიგვზის და თხილის,კურაგის რულეტების გაკეთებაც. p.s. გამოდის 2 ცალი ჯობია საშაუალო ზომის  ძალიან არ გააბრტყელოთ!!!!

როცა გამოსაცხობად დააწყობთ, ზემოდან კვერცხის გული წაუსვით და ღუმლიდან გამოღების შემდეგ, ცხელსვე წაუსვით ფუნჯით თხლად სეროფი.

ქადა

1 კგ ფქვილი
1 ჩ.კ.სოდა
მარილი
იზილება მაგარი ცომი წყალზე,ანუ წყალს თვიტონ ამატებ ცოტცოტას და დაასვენებ ცომს 1 საათით.
მერე ცომს ყოფ 2 ნაწილათ და თხლად შლი ორივე ნაწილს.
200გრ.ერბო დაგჭირდება(მე კარაქს გადავადნობ ხოლმე).გაყოფ სამად ერბოს.
ერბოს ერთ ნაწილს უსმევ ერთ ფენა ცომს,ადებ მეორეს,ისევ უსმევ მეორე ნაწილ ერბოს და კეცავ სამად.
ისევ უსმევ ზემოდან დანარჩენ ერბოს და მილივით გადაახვევ.დაასვენებ მაცივარში 30 წუთით.
გაყოფ 2-3 ნაწილად ცომს.გააბრტყელებ ცოტატი,ჩაუდებ ქადის გულს,მოუკრავ პირს,გააბრტყელებ თითის სისქეზე,გადაუსმევ კვერცხის გულს,ჩანგლით ჩაჩვლიტავ რამოდენიმე ადგილას და გამოაცხობ.

გულსართი:
400-450 გრ.ფქვილი
400-450 გრ.შაქარი
200-250 გრ.ერბო
მიხაკი,დარიჩინი,ვანილი გემოვნებით.

მოშუშავ ფქვილს+ერბოს,მერე შაქარს დააყრი და შეწითლებამდე გააგრძელებ შუშვას.

 400გრ. ფქვილი და 200გრ. ერბო იშუშება ტაფაში კარგათ,როცა მოყავისფრო ფერს მიიღებს გადმოდგი და 350 გრ. შაქრის პუდრი გადაურიე+1 ჩ.კ. მიხაკდარიჩინი.

ქადა  http://forum.ge/?f=82&showtopic=33937461&st=1380 რთულის

50გრ.საფუარი ცოცხალი(ან 3 ჩ.კ.მშრალი)
1/2ჩ.K. მარილი
გადავურიოთ ერთმანეთში მარილი+საფუარი
დავასხათ 1 ჩ.ჭ. რძე
2-3 ს.კ.შაქარი
200გრ. დარბილებული მარგარინი(დაცა მაგალითად)
3,5 ჩ.ჭ. ფქვილი

მოვზილოთ ცომი,ჩავდოთ ჭურჭელში,დავაფაროთ სახურავი ან პარკი და დავივიწყოთ მოცივარში 4 საათით მინიმუმ,ან მთელი ღამით.

მეორე დღისით გავყოთ 2 ნაწილათ ,გავშალოთ,მოვაყაროთ გულსართი,გადავახვიოთ რულეტივით,დავჭრათ,გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ ღუმელში,საშვალო სიმხურვალეზე,სანამ არდაგვიწითლდება.

გულსართი:
350გრ. ფქვილი და 170გრ. ერბო მოვშუშოთ მოყავისფრო ფერამდე.გადმოვდგათ და დავაყაროთ350გრ. შაქარი+1 ჩ.K. დარიჩინი+მიხაკი
ასე მოზელილი შეგვიძლია 2 თვემდე გვედოს მაცივარში და ნებისმიერი რვეზელები დავაცხოთ,პიცაზეც მიდის ძალიან კარგათ yes.gif

 

მოხეური ნამცხვრის რეცეპტი, შეგვიძლია ქადის გულით, ჯემით ან ნიგოზისა და შაქრის ნარევი გავუკეთოთ გულსართი. ცომი: 5 ცალი ნამცხვრისთვის( როგორც წესი იქ აცხობენ 28 სმ დიამეტრის თუჯის თხელ ტაფაში )
10 კვერცხი
1 კგ შაქარი
1 ლიტრი რძე
700 გრ ერბო ( როცა არ მაქვს კარაქს ვხმარობ)
50 გრ ზეთი
ფქვილი იმდენი რომ ჩვილი ცომი გამოვიდეს.
1)ერთი ლიტრი რძე შევდგათ ნელ ცეცხლზე, ჩავყაროთ შაქარი და ვურიოთ სანამ შაქარი არ გადნება, რძე ძალიან არ გავაცხელოთ
2) ერბო ან კარაქი გავადნოთ
3) კვერცხი ძალიან კარგად ავთქვიფოთ
4) ერთ ჭიქა თბილ რძეში ჩავყაროთ ერთი სადილის კოვზი თავმოდგმული საფუარი და დაველოდოთ სანამ არ ამოვა.
რძეში ჩავუშვათ ერბო, ზეთი ვანილი გემოვნებით, ბოლოს გათქვეფილი კვერცხი და სულ ბოლოს საფუარი, შევაზილოთ გაცრილი ფქვილი. ცომი უნდა იყოს ძალიან ნაზი და ჩვილი. დავდგათ სითბოში. ცომი უნდა ჩავზილოთ 2-ჯერ. ბოლოს უნდა ამოვაგუნდაოთ 5 დიდი და 5 მომცრო გუნდა. გავაჩეროთ სითბოში. ტაფებს წავუსვათ ცხიმი და ჩავდოთ მომზადებული ცომი, გავუკეთოთ გულსართი სურვილის მიხედვით და დავადოთ ზემოდან მომცრო გუნდის გაბრტყელებული ცომი, ამოვუკეცოთ გვერდები და ზემოდან აპლიკაციია სურვილის შესაბამისად, ჩვენი ძალოები სასწაულ ლამაზ პეროგებს და ქადიანებს აკეთებენ, გემოზე რომ არ ვქთვა არაფერი. დავდოთ გამზადებული ტაფები სითბოში და დაველოდოთ ამოსვლას. როცა ამოვა კარგად გადავუსვათ ზემოდან კვერცხისა და რძის ნაზავი და შევდგათ წინასწარ გამთბარ ქურაში. ცხვება საშუალო ცეცხლზე, გამოვიღოთ როცა გამოცხვება, გავაჩეროთ ტაფაშივე სანამ არ გაცივდება, გადმოვიღოთ ფრთხილად და მივირთვათ გემრიელად.





წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze