Pages

მაფინები


Blueberry muffins by James Martin  Peppi

მასალა: 

2 ცალი კვერცხი, 75 გრ. შაქარი, 200 გრ. რძე, 110 გრ დარბილებული კარაქი (მე უსუნო ზეთს ვხმარობ, რადგან ასე უფრო მოგვწონს), ვანილი, 300 გრ. ხორბლის თეთრი ფქვილი, 2 ჩაის კოვზი "რაზრიხრიტელი" ან სოდა-ძმრით, 1/4 ჩ. კოვზი მარილი, 250 გრ. კენკრა (სასურველია მომჟავო გემოს მქონე) ან შოკოლადის მარცვლები ან პატარა ნატეხები.

მომზადება:
1. გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე;
2. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, რძე, კარაქი და ვანილი სანამ ერთიან მასად არ იქცევა;
3. დაუმატეთ ფქვილი და "რაზრიხრიტელი" (საცხობი პუდრი), მოურიეთ ნაზად სრულ შერევემდე;
4. ჩაასხით სპეციალურ ფორმებში რომელშიც ქაღალდის ფორმებიც ჩაფენილია და შედგით ღუმელში 20-25 წუთI.

გამოდის 12 სტანდარტული"ჭიქა"

შენიშვნა: თუ გინდათ რომ ერთი მასიდან სხვადასხვა გემოს მაფინები გააკეთოთ ამისათვის: 1. გაანაწილეთ მასა იმდენ ნაწილად რამდენნაირი მაფინიც გინდათ გამოვიდეს, ან უფრო მარტივად - უკვე ჩაფენილ ქაღალდის ჭიქებში ჩაყარეთ კენკრა, თხილეული ან შოკოლადი ისე რომ ძირს თითქმის ფარავდეს და შემდეგ დაასხით ცომი, შეიძლება ასევე მოაყაროთ ზემოდანაც;

შენიშვნა 2. რომ არ აგერით რომელი მაფინი რითია გაკეთებული - ამიტომ ართი სახეობის მაფინისთვის შეარჩიეთ ერთი ფერის ქაღალდის ჭიქა, თუ მხოლოდ ერთი ფერის ჭიქები გაქვთ - შეგიშლიათ მონიშნოთ, მოხატოთ გარედან ფერადი ფლომასტრით;

შენიშვნა 3. ფორმები ბოლომდე არ უნდა გაავსოტ ცომით, მაქსიმუმ 3/4-ით.

რადგან ეს მაფინები ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანი გამოდის ამიტომ, სასურველია მიირთვათ ფლამბირებულ კენკრასთად და ნაყინთან ერთად,



კენკრის ფლამბირება

ნებისმიერი კენკრა საზამთროს გარდა, (ასევე შეიძლება სხვა ხილიც - ბანანი, ატამი, ფორთოხალი) დაყარეთ გაცხელებულ პატარა (ბლინების საცხობ) ტაფაზე და დააყარეთ შაქარი კარამელიზებისთვის, შეიძლება უშაქროდაც, გააჩნია რამდენად ტკბილი გსურთ. პროპორცია - 250 გრ. კენკრა - 50 გრ. შაქარი - 50-70 მლ. სპირტი, ჯინი, ვისკი . . .
შაქრის დაყრიდან 2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან და დაასხით სპირტი, შემდეგ წაუკიდეთ ცეცხლი. ამ დროს ალი ავარდება და ფრთხილად იყავით - თუ ამ "ტრიუკის" გაკეთებას ეცდებით, მოაშორეთ რაიმე სხვა აალებად მასალას და არც ჩამოკიდებული კარადის ქვემოთ არ დადგათ, არც თავად "გადაეფაროთ" ინტერესის გამო

3-4 წუთში ეს ფლომბირებული კენკრა გადაიტანეთ ლანგარზე, დაადეთ ცივი ნაყინი და გვერდით მოუდეთ მაფინი


mafinebi
4moxarshuli stafilo+100gr.qishmishi blendershi avtqvifot piuris saxit.calke gavtqvipot 2 kvercxi+100gr.shaqari+2chais kovzi tafli+vanili+zemot agnishnuli piure+naxevari chiqa usuno zeti+chiqanaxevari fqvili areuli 2 chais kovz gamapxvierebeltan es porcia gatvlilia 18 mafinze.me gulshi cocxlad shenaxuli,gaxexili shindi chavude,uxdeba moxarshuli sgushoni...ert chais kovzs coms chavdebt qagaldis formashi+naxevari chais kovzi jemi an sgushoni da isev erti chais kovzi comi.vacxobt 180 gradusze,20-30 wuti.

http://forum.ge/?showtopic=34069529&st=945&#entry21792602

 

კარაქი-100გრ. ოთახის ტემპერატურის, შაქარი--150, კვერცხი-2, ფქვილი----240, გამაფხვიერებელი---2 ჩ.კ., რძე---150 მლ., ალუბლის ან მოცხარის ჯემი-----200 მლ., კაკაო---2 ს.კ. ცედრა--1 ს.კ.
ღუმელი--180 გრადუსზე გახურებული....
გათეთრებამდე ავსრისოთ კარაქი+შაქარი და შემდეგ კვერცხები სათითაოდ----მიქსერით ვთქვიფავთ, შემდეგ რძე----მოვურევთ კარგად. ცალკე ავურიოთ ფქვილი+კაკაო+გამაფხვიერებელი+ცედრა. ეს ორი მასა ფრთხილად შევურიოთ ერთმანეთს . ფორმაში ჩავასხათ ნახევარზე ცოტა მეტზე, მერე ჯემი, სადღაც 1ჩ.კ.(მე ცოტა მეტი ვუქენი და მომეწონა).
ვაცხობთ დაახლოებით 20-25 წუთი.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze