Pages

კარამელის ნამცხვარი სამარხვო CZ88


300 გრამი შაქარი,
300 გრამი წყალი,
300 გრამი დაქვილი ნიგოზი,
300 გრამი მცენარეული ზეთი,
18 სუფრის კოვზი პურის ფქვილი,
1 ჩ კოვზი სოდა ან გამაფხვიერებელი

1 ჭიქა (100 გრამი) შაქარი ცხელ ტაფაში დავადნოთ, სანამ კარამელის ფერს არ მიიღებს, დავასხათ 3 ასეთივე ჭიქა წყალი და ცოტა ხანს ვურიოთ.მერე გადმოვდგათ და გავაცივოთ. შემდეგ გადავასხათ დიდ თასში, ჩავამატოთ დარჩენილი შაქარი, ზეთი, ნიგოზი, სოდა და კარგად ავურიოთ, შემდეგ კი ჩავაყაროთ ფქვილი და კიდევ ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. დავასხათ ზეთმოსმულ "ფიქფიტაზე" და ღუმელში გამოვაცხოთ.

გავაცივოთ და დავჭრათ კვადრატებად ან რომბებად, როგორც გსურთ, თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა ან სურვილისამებრ ისევ დაფქვილი კაკალი,ან ნუში, ან თქვენ თვითონ რასაც ირჩევთ. საზეიმო პირობებში მე ვიყენებ მწარე შოკოლადის ფილებს , ანუ ე.წ. საზარეულო შოკოლადს, რომელიც რძეს არ შეიცავს, მოკლედ, ამ შოკოლადისგან ვამზადებ გლაზურს- უბრალოდ ვადნობ მას ტაფაზე და ნამცხვარს დაჭრამდე ზემოდან ვასხამ, ჩანგლით წვერით შეიძლება ტალღების ან რაიმე ფიგურების დახატვაც, ეს უკვე თქვენი ფანტაზიაა.ძალიან აუცილებელ შემთხვევებში შეიძლება სოიოს რძეზე დავამზადოთ აგრეთვე მოხარშული კრემი და შოკოლადის ერთად კომბინაციაში მოვრთოთ ეს ნამცხვარი და ტორტის სახეც მივცეთ, ან გამოვიყენოთ მზა პუდინგის ფხვნილი, რომელსაც წყალზე დავამზადებთ--------------------------------------------------------------------------------

კრემი:
1ჭიქა შაქარი,
0.5 ჭიქა ფქვილი,( 3ს.კ.ფქვილი)
0.5 ლიტრი ადუღებული რძე (ან წყალი)
50-70 გრამამდე კარაქი (გარბილებული

upwave http://forum.ge/?showtopic=34315612&f=&st=1440&#entry28618062

2 ჩ/ჭ ფქვილი
1 ჩ/ჭ შაქარი
3 ს/კ კაკაო
1 ჩ/კ სოდა
ვანილი
1 ჩ/ჭ წყალი
ნახ. ჩ/ჭ ზეთი.

ათქვეფ და გამოაცხობ გაცხიმულ, ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე. გასინჯე ხის ჩხირით, რომ გამოუმცხვარი არ დარჩეს.

მე ვაკეთებ 2 პორციას და ყოფნის ერთ თუნუქის ფურცელს, რომ ფუმფულა გამოვიდეს.

აუცილებლად ჩაჭრი თუნუქის ფურცელზევე ცხელ-ცხელს რომბებად, რომ ცივი არ დაიშალოს.
თან მინანქარი რომ ჩადის დაჭრილ ნამცხვარში, ძალიან აგემრიელებს

მინანქარი:

1ჩ/ჭ შარქის პუდრი,
2 ს/კ კაკაო აურიე.
დაუმატე 50 გრ. სამარხვო კარაქი,
3 ს/კ წყალი,
ვანილი და თბილი დაასხი ნამცხვარს.

ამ ტორტის შეთხვევაში მე გავაკეთე 2 ცალი თითო-თითო პორცია 26 ს/მ-იან ფორმაში.

მერე გავჭერი და გამოვიდა 4 ფირფიტა.

წავუსვი ჩვეულებრივი მოხარშული კრემის სამარხვო ვარიანტი.

ფირფიტებს თუ დანამავ უკეთესი იქნება (მე, ყოველ შემთხვევაში, სველი ბისკვიტი მიყვარს).

მარტო ნამცხვრის სახითაც (უკრემოდ) არის ძალიან გემრიელი ეს ბისკვიტები 2 დღის შემდეგ უფრო გემრიელია

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze