Pages

მოხარშული კრემი


1ჭიქა ფქვილი
2 ჭიქა შაქარი
3 ჭიქა რძე
აურიე ერთმანეთში მიქსერით, შემდეგ დადგი ცეცხლზე და მოხარშე ფაფა, ცხელსვე შეათქვიფე 1-2 კვერცხი და კარგად გააციე.

გაციებულს შეათქვიფე 200-250 გ. კარაქი, ვანილი, 2 ს/კ კონიაკი ან ლიქიორი და წაუსვი ნაპოლეონს.


შოკოლადის კრემი

 - 5 კვერცხის გული + 200 გრ შაქარი + 500 მლ რძე + 1 ფილა შოკოლადი + ვანილი. გაგრილებულ მოხარშულ კრემს + 250 გრამი კარაქი( მინ 8% ცხიმანობით)

 

8 კვერცხიან ბისკვიტზე 

შიგთავსის კრემს რაც შეეხება:
20გრამი ფქვილი და 20 გრამი კრახმალი +150 გრამი შაქარი+300მლ რძე კარგად გახსენი ერთმანეთში და მოხარშე კრემი.( სასურველია სქელძირიანი ჭურჭელი, რომ არ მიიწვას, როგორცკი წამოდუღდება ჩაყარე 1 სავსე ჩაის კოვზი ხსნადი ყავა. რომ გასქელდება (ანუ მოიხარშება გადმოდგი და სათითაოდ შეათქვიფე 3კვერცხს გული. მერე შედგი მაცივარში რომ გაცივდეს. ცალკე ათქვიფე დარბილებული 250 გრამი კარაქი გათეთრებამდე. უკვე გაციებული ყავის კრემი შეათქვიფე ნელნელა და ცოტახნით შედგი მაცივარში. ბისკვიტები ყავით დანამე და წაუსვი ეს კრემი.
გარედან მოსართავი კრემი შოკოლადის გავუკეთე. აკეთებ იგივეს რაც ზევით წერია იმ განსხვავებით რომ ინგრედიენტებს რომ აურევ ერმანეთში ყავის ნაცვლად 130 გრამი შავი შოკოლადი ჩაამტვრიე კრემში და მუდმივად ურიე სანამ არ წამოუღდება და არ გაიხსნება შოკოლადი, ესეც რომ შესქელდება კარგად, გადმოდგი და ამაშიც 3კვერცხის გული შეათქვიფე ნელნელა. აუცილებლად შედგი მაცივარში და ესეც გათქვიფე 230 გრამ დარბილებულ კარაქთან ერთად. ისევ მაცივარში, რომ მოსართავად გამყარდეს. http://forum.ge/?f=82&showtopic=34400036&st=1215

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze