Pages

ფხვიერი ცომი მოხარშული ხორბლითა და რიკოტათი


-ფხვიერი ცომი მოხარშული ხორბლითა და რიკოტათი ეს არის უძველესი ნეაპოლური ტორტი, რომელიც როგორც ამბობენ მონაზვნებს მოუგონიათ წინა დღის მორჩენილი ცომისაგან და დაურქმევიათ პასტიერა. რაც გუშინდელ პასტას ნიშნავს. ამ ტორტს აკეთებენ სააღდგომოდ. ინგრედიენტები გულსართი: 250 გრამი მოხარშული ხორბალი 300-350 გრამი რძე 300 გრამი შაქარი 3 კვერცხი 250-275 გრამი რიკოტა 1 ფორთოხლის კანი 70 გრამი ფორტთოხლის ცუკატები მწიკვი კანელლა (დარიჩინი) ვანილი 20 გრამი კარაქი ფხვიერი ცომი - 300 გრამი მომზადების წესი გულსართი: 300 გრამი რძე ჩავასხათ ქვაბში. ჩავაგდოთ 20 გრამი კარაქი და 250 გრამი მოხარშული ხორბალი. ფორთოხალს მოვაცალოთ ყვითელი ნაწილი, დავჭრათ კუბიკებად და ჩავაყაროთ ისიც. ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 10-15 წთ.. უნდა მივიღოთ შესქელებული მასა. რიკოტას ავურიოთ 150 გრამი შაქარი და გავატაროთ საცერში. მერე სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები. დავამატოთ ფორთხლის ცუკატები მწიკვი კანელა, ვანილი. ცილებისგან და 150 გრამი შაქრისაგან გავაკეთოთ კარგი ბეზე და ნელ ნელა ავურიოთ. მივიღებთ კრემის კონსისტენიციის მასას . აწყობა: ფორმაში (20-21 სმ დიამტრის ) ჩავდოთ ფხვიერი ცომი. ამოვავსოთ გულსართით ამ გულსართს ზემოდან გადავადოთ ფხვიერი ცომის ხაზები . ამ ხაზებს წინასწარ სანამ გულსართს დავადებთ გადავუსვათ კვერცხის გულისა და რძის ნარევი. (გულსართს ედება მხოლოდ ეს ხაზები მეტი არანაირი ცომი ) შევდოთ ღუმელში და 180 გრადუსზე 30- 40 წთ. გავაციოთ ფორმაში და მერე გადმოვიღოთ. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა. მე პირადად ცუკატები არ მიყვარს და ამიტომ არ ვიყენებ

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze