Pages

ლიმონის ჩიზქეიქი


200 გ ტკბილი კრეკერები (graham crackers) ან მაღაზიაში ნაყიდი ფხვიერი ხრაშუნა ნამცხვარი 80 გ გამდნარი კარაქი 400 გ კრემ-ყველი ფილადელფია ან სხვა რომელიმე, მისი მსგავსი 100 გ შაქარი (ნაკლებიც შეიძლება) 1 დიდი ლიმონის ცედრა და წვენი 2 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი ან პასტა 3 ს.კ არაჟანი 2 კვერცხი მიქსერის თასში მოათავსეთ ოთახის ტემპერატურის ქრიმჩიზი, კვერცხი, ვანილი, ლიმონის ცედრა და წვენი, არაჟანი და შაქარი. ეს ყველაფერი ათქვიფეთ სანამ ფაფაუკი კრემის კონსისტენციას არ მიიღებს. კრეკერები ჩაყარეთ პლასტიკის პაკეტში და ცომის საბრტყელებლით ან ბოთლით გადაუარეთ რამდენჯერმე, სანამ კარგად არ დაიფხვნება. შეგიძლიათ ბლენდერშიც დაფქვათ. დაამატეთ გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ. მე უფრო მარტივი გზა ვიპოვე – პირდაპირ ფუდ-პროცესორის თასში ვყრი დარბილებულ კარაქთან ერთად და კარგად ვაქუცმაცებ, შემდეგ კი ფორმაში გადამაქვს და ხელით ან ჭიქის დახმარებით ვტკეპნი. ჩატკეპნეთ 22 სმ დიამეტრის გვერდებმოსახსნელი ფორმის ძირში. ზემოდან დაასხით კრემი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-35 წუთი. ზემოდან უნდა იყოს შემშრალი და შემაგრებული, მაგრამ ფორმას რომ გაარყევთ, უნდა თიმთიმებდეს (ძალიან სასაცილო სიტყვა კია – თიმთიმი :D). გამოიღეთ და ფორმაშივე გააცივეთ. შემდეგ მაცივარში შეინახეთ რამდენიმე საათი ან მეორე დილამდე (თუ საღამოს აცხობთ). დილით გვერდებზე დანა შემოუტარეთ, ამოიღეთ და მოამზადეთ სერვირებისთვის: გნებავთ ხილით მორთეთ, გნებავთ მურაბა ან ხილის სოუსი მოასხით, გნებავთ შოკოლადით გაალამაზეთ.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze