Pages

verdens best cake


-ცომი 100 გ კარაქი 100 გ შაქარი 4 კვერცხის გული 3 ს.კ რძე 100 გ ფქვილი 1 ჩ.კ სოდა ვანილი ბეზე 4 კვერცხის ცილა 200 გ შაქარი 60-100 გ ნუში კრემი 200-250 ნაღები 35 % ვანილი შაქრის პუდრი გემოვნებით და სურვილით ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი ფუმფულა მასის მიღებამდე. დავამატოთ კვერცხის გულები, ფქვილი, სოდა და ყველა დანარჩენი ინგრედიენტი. საშუალო ზომის ფორმას (მრგვალი ან ოთხკუთხა) ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ცომის ნაწილი. თუ ორი ერთნაირი ფორმა გვაქვს, რომელიც ღუმელში ერთდროულად ეტევა, უკეთესია. ორ ბისკვიტს ერთად გამოაცხობთ. ცილით და შაქრით ამოვიყვანოთ კარგი სქელი ბეზე, გავყოთ ორად. ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ ცომი კოვზით, შემდეგ უმ ცომზე წავუსვათ ზემოდან ბეზე. მოვაყაროთ ნუშის ფირფიტები და გამოვაცხოთ 20-30 წუთი 180 გრადუსზე. შეიძლება იფიქროთ რომ ეს დრო საკმარისი არ არის ბეზესთვის, მაგრამ გარწმუნებთ – საკმარისია. გავაციოთ ორივე ბისკვიტი. ავთქვიფოთ ნაღები, ვანილი და შაქრის პუდრა. წავუსვათ პირველ ფირფიტას და დავადოთ მეორე. ტორტი შეგვიძლია დაჭრათ მაშინვე, ან მოგვიანებით.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze