Pages

შოკოლადის ბისკვიტი ლიმნის კრემით 


ბისკვიტისთვის საჭიროა:1 ჭიქა შაქარი (200 გრამინანი ჭიქა), 170 გრამი ფქვილი, 80 გრამი კარაქი, 100 გრამი შოკოლადი, გამაფხვიერებელი, 4 კვერცხი.  კარაქსა და შოკოლად დაადნობ ერთად, შემდეგ კვერცხს და შაქარს გათქვიფავ კარგად, ამატებ ფქვილს გამაფხვიერებლით კიდევ კარგად ათქვიფავ, ამატებ გამდნარ შოკოლადკარაქიან მასას, რო მიიღებ ერთფეროვან მასას ჩაასხავ კარაქ წასმულ ფორმაში შედგავ ღუმელში. საკმაოდ მალე მზადდება. კრემისთვის: 2 ლიმონი, 2 კვერცხი, 140 გრამი შაქარი, 20 გრამი კარაქი, ვანილი. 2 ლიმონს ჯერ გახეხავ რო ცედრა გააკეთო, შემდეგ ამ ორ ლიმონს კარგად გაწურავ დაამატებ ამ წვენს 140 გრამ შაქარს კარგად გაათქვიფავ, მერე ამატებ კვერცხს კიდე თქვიფავ და მერე ამატებ რბილ კარაქს ისევ რო ათქვიფავ ძალიან ძალიან დაბალ ცეცხლზე შემოდგავ უნდა მოიხარშოს, და სისქეს უკვე შენ განსაზღვრავ, ეს ყველაფერი რო გამზადდება ბისკვიტი გადაჭერი შუაზე წაუსვი კრემი, ზემოდან გლაზურიც მოასხი და ჭამე აუცილებლად ცივი რაღაც საოცარი გემო აქვს. გლაზურისთვის შავ შოკოლადს დაუმატე ნაღები და ორტქლის აბაზანაზე გაადნე .

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze