Pages

400 გრმოხარშული კრემის დოზები


მოხარშული კრემი Creme Patissiere Directions ინგრედიენტები კვერცხი – 3 ცალი; შაქარი' – 80 გრ (7-8 სადილის კოვზი); ვანილის შაქარი – 2 ჩაის კოვზი; პურის ფქვილი – 40 გრ, (4 სადილის კოვზი); რძე – 300 გრ; კარაქი – 20 გრ (დაახლოებით 1 სადილის კოვზი). 'შაქარი უმჯობესია გამოიყენოთ «ოქროსფერი», თუ არა და თეთრი შაქარიც. ინვენტარი: 1 ჯამი, 1 ქვაბი, ორივე მომცრო ზომის, საჭიროა ხელის სათქვეფიც; დრო: მომზადებისთვის – 15 წუთი; ჩაცივებისთვის კიდევ ერთი-ორი საათი გაითვალისწინეთ. მომზადების წესი ათქვიფეთ კვერცხის გულები, ვანილი და შაქარი; შეათქვიფეთ ფქვილიც; აადუღეთ რძე და შეათქვიფეთ კვერცხიანი მასა;რძია-კვერცხიანი ქვები დააბრუნეთ ცეცხლზე (ძალიან დაბალზე) და ურიეთ მუდმივად, სანამ მასა არ შესქელდება. კიდევ 2 წუთიც აცალეთ და გადმოდგით ცეცხლიდან; მაშინვე შეათქვიფეთ კარაქიც და დადგით გასაცივებლად.კარაქი შეათქვიფეთ მაშინვე, როგორც რეცეპტშია, ის ბზინვარებას და სასიამოვნო ფაქტურას აძლევს კრემს; მე ხელის სათქვეფი გამოვიყენე, თუმცა ხის კოვზიც გამოდგება, ალბათ; ამ ინგრედიენტებით გამოდის 350-400 გრ კრემი;

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze