Pages

პასტერიზებული ტირამისუ


-

ტირმისუს კრემი :

  • 250 გარმი მასკარპონე
  • 250 გრამი ნაღები 35% (უკვე დაშაქრული )
  • 90 გ რამი კვერცხის გული
  • 50 გრამი წყალი
  • 170 გრამი შაქარი

 სავოირადი 1 შეკვრა.

დასანამად ყავა ესპრესო

კაკაოს ფხვნილი ზემოდან მოსაყრელად.

მომზადების წესი

კრემის მომზადება:

წყალი და შაქარი მოვათავსოთ ქვაბში . დავდგათ გაზზე და მივიყვანოთ 121 გრადუსამდე. კვერცხის გულები გავთქვიფოთ და სეროფი წვრილ ხაზად შევურიოთ. მაღალ სიჩქარეზე ვთქვიფოთ სრულ გაციებამდე.

ნაღები და მასკარპონე მოვათავსოთ ერთად ჯამში და ავთქვიფოთ . მერე ეს მასა ნელ-ნელა შევურიოთ კვერცხის გულებიან მასას.

აწყობა:

სავოიარდები დავასველოთ ყავაში და ჩავალაგოთ ფორმაში. შემდეგ დავადოთ კრემი. ასე გავაკეთოთ რამოდენიმე ფენა . ბოლოს კი მოვაყაროთ კაკაო ზემოდან . სერვირებამდე შევდოთ მაცივარში რამოდენიმე საათით . 

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze