Pages

ვაშლის შტრუდელი ავსტრიული ცომით


-

ცომისთვის

  • 125 გრამი ფქვილი პროტეინებით მდიდარი
  • 75 გრამი წყალი
  • 10 გრამი ზეთი
  • მწიკვი მარილი

გულსართი

  • 750 გრამი ვაშლი რომელიც არ არის ფქვილისებური და წყლიანი უნდა იყოს (მომჟაო გემოთი )
  • 30 გრამი ქიშმიში
  • 20 გრამი პინოლი
  • 50 გრამი გარგრლის ჩირი
  • 25 გრამი კაკალი
  • 35 გრამი შაქარი
  • 100 გრამი გამდნარი კარაქი
  • 100 გრამი გარგარის ჯემი
  • 175 გრამი ბისკვიტი დაფშვნილი
  • 60 გრამი დაფშვნილი პური (ახალი პური )

 1 კვერცხი (მთლიანი ) ზემოდან გადასასმელად

  ლიმნის გახეხილი კანი

  • 50 გრამი რომი
  • დარიჩინი
  • შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად

 მომზადების წესი

ცომი:

  1. ფქვილი ზეთი და მარილი მოვათავსოთ ჯამში და ნელ ნელა შევაზილოთ წყალი . უნდა მოვზილოთ პრიალა ელასტიური ცომი . მერე ჯამს წავუსვათ ზეთი, ცომსაც ზემოდან გადავუსვათ ზეთი და გადავაფაროთ სამზარეულოს ცელოფანი და დავხუროთ ჰერმეტულად . ცომმა არ უნდა მოხმოს თავი თორემ გაბრტყელების დროს გაიხევა  შევდოთ მაცივარში და დავასვენოთ მთელი ღამით. სუფთა ტილოზე დავაცრათ ფქვილი . დავდოთ ცომი დავაცრათ იმასაც ფქვილი და ძალიან ნაზად დავიწყოთ გაშლა ცომის . ცომი არ უდა გაიხეს . ისეთ დონეზე უნდა გაბრტყელდეს რომ გამჭირვალე გახდეს .
  2. გულსართი:
    1. ვაშლი გავთალოთ და გავჭრათ ოთხად. მერე თითოეული ნაჭერი ნახევრ მთვარისებურად თხლათ უნდა დავჭრათ. მოვაყაროთ შაქარი
    2. მე ქიშმიშს წინა საღამოს დავასხი ადუღებული წყალი . გავაჩერე 10 წთ . მერე გადავწურე და ასე დავტოვე მთელი ღამით . დილით მშრალი და დაბერილები დამხვდა . ასე დამბალი ქიშმიში შევურიოთ ვაშლს . + გარგარის ჯემი გარგარის ჩირი კაკალი + პინოლი;
    3. დავასხათ 100 გრამი გამდნარი კარაქი . დავაფშვნათ ბისკვიტი. ( საჭიროა ზედმეტი სითხის შესაშრობათ )+ რომი ლიმნის კანი . ეს ნაზავი გავჩეროთ 20-30 წთ . (ვაშლი უნდა დაიჟანგოს )

    აწყობა :

    1. ცომს გადაუსვათ ზეთი, მოვაყაროთ საფანელი ისე, რომ ოთხივე გვერდზე დავტოვოთ ადგილი ცომის გადასაკეცად. მერე  გავშალოთ გულსართი იგივე დიამეტრზე. გადმოუკეცოთ გვერდები და ერთი მხარე . ამ გადმოკეცილი მხრიდან ტილოს დახმარებით გადავახვიოთ ცომი . ბოლო ნაწილს წავუსავთ კვერცხი რომ მიეწებოს და დაიხუროს . ასევე ტილოს დახმარებით ცომი გადავიტანოთ საცხობ დაფაზე . ქაღალდ დადებულზე წავუსვათ ჩანგლით ათქვეფილი კვერცხი ზემოდან მოვაყაროთ შაქარში არეული დარიჩინი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 45 წთ.
    2. ამ რეცეპტში შემავალი გამხმარი ხილი შეიძლება შეიცვალოს გემოვნების მიხედვით . მთავარია რომ პროპორციები ზუსტად იყოს დაცული . რადგან ამ რაოდენობის ცომს ზუსტად უნდა ვაშლისა და დანარჩენი ინგრედიენტების ეს დოზა

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze