Pages

ფხვიერი ცომი თხილით


-

  • 350 გრამი კარაქი
  • 200 შაქრის პუდრა
  • 50 გრამი ცილა
  • 150 გრამი თხილის პასტა
  • 600 გრამი ფქვილი
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • თხილის პასტისათვის
  • თხილი


მომზადების წესი

რბილი კარაქი ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად დაუამატეთ თხილის პასტა და კვეცხის ცილა + ვანილი, მწიკვი მარილი და ბოლოს ფქვილი.

აურიეთ ეს ყველაფერი კარგად, მოათავსეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში რომ კარგად გაცივდეს . თუ კი 24 საათი დატოვებთ მაცივარში უკეთესი იქნება.

შემდეგ ისევ გადაზილეთ რომ ელასტიურობა დაუბრუნდეს და გამოიყენეთ. 

თხილის პასტის მომზადება:

თხილი მოხალეთ და ცხელივე ჩაყარეთ ქათერში და დაფქვით მანამ, სანამ თხელ მასად არ გადაიქცევა. ზუსტად რამდენი გარმი თხილი უნდა 150 გრამ თხილის პასტას ვერ გეტყვით, რადგან მე ამ პასტას ვამზადებ ბევრს,  მაცივარში მიდევს და სხვადასხვა რამისათვის ვხმარობ. ამიტომ ქილიდან უკვე მზა 150 გრამი ამოვიღე.

ვარიაციები:

ამ ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ ფიგურული კალათები, ტარტები და სხვა უამრავი რამ.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze