Pages

ნამცხვარი ანიუტა


-ცომი:
მასალა: 200 გრამი კარაქი. 
1,5 ჩ. ჭ. შაქარი
200 გრამი არაჟანი
ვანილი 
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
3 ჩ. ჭ. ფქვილი
25 გრამი კაკაო
მომზადების წესი:
ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული 200 გრ. კარაქი და 1,5 ჭ. შაქარი ავთქვიფოთ კარგად მიქსერით, შევურიოთ 200 გრ. არაჟანი, გამაფხვიერებელი, ვანილი, გავყოთ მასა ორ ნაწილად, ერთს დავამატოთ 25 გრ კაკაო (დაახლოებით 3 ს. კოვზამდე რაოდენობით), ორივე მასას ცალ-ცალკე დავამატოთ 1,5-1,5 ჭიქა ფქვილი (ანუ, სულ გვჭირდება 3 ჭიქა). გავაერთგვაროვნოთ. თითოეული გუნდა გავყოთ ორ ნაწილად, ანუ საბოლოოდ გვაქვს ოთხი გუნდა: ორი თეთრი, ორიც - კაკაოიანი. მასა გამოდის მოსველო, ხელებს რომ ეწებება ისეთი, მაგრამ ფქვილის დამატებას არ საჭიროებს.

26 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი (მე ზეთი გამოვიყენე და ცხობის შემდეგ ძალიან ადვილად მოვაცილე), გავაბრტყელოთ სათითაოდ გუნდები (ცომის ”გაყვანისთვის” დავიხმაროთ ფქვილი ან სპეციალური გასაბრტყელებელი ”დოლურა”) და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე ზედა-ქვედა ცხობის რეჟიმით 20 წთ-ის განმავლობაში. 

კრემი:
200 გრამი კარაქი ათქვიფეთ კარგად გათეთრებამდე, დაამატეთ ცოტა ალკოჰოლი (1 ს.კ.), დაამატეთ ერთი ქილა შედედებული რძე, შემდეგ კი 200 გრამი არაჟანი, ბოლოს კოვზით შეურიეთ 1 ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიგოზი. 

გამომცხვარ გაგრილებულ ფენებს თანმიმდევრობით: შავი-თეთრი-შავი-თეთრი წავუსვათ კრემი, ზედა (უკრემო) ფენას ვასხამთ მინანქარს:
25 გრამი კაკაო და 0,5 ჩ. ჭ. შაქარი შევურიოთ, დავამატოთ 3 ს. კ. არაჟანი, დავდგათ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 5 წთ-ის მერე დავამატოთ 50 გრამი კარაქი. გადავანაწილოთ მინანქარი ნამცხვრის ზედაპირზე. 
უგემრიელესია, მეორე დღეს - უკეთესი!

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze