Pages

ვანილის,ყავის,შოკოლადის ნამცხვარი ფენებით LUTA


სურათზე ვანილის ნამცხვრის ვარიანტია გამოტანილი. ფენების მიღებისთვის მთავარია ინგრედიენტები ზუსტად იმ თანმიმდევრობით გამოიყენო როგორც რეცეპტშია. 

ასევე ფორმის ზომები 20x20 და ცხობის ტემპერატურა რომელიც ქვემოთ არის მოცემული 4 კვერცხის გული კარგად გათქვიფე 150 გრამ შაქართან ერთად. დაუმატე 1 სადილის კოვზი ცივი წყალი და გააგრძელე თქვეფა. შემდეგ დაუმატე 125 გრამი გამდნარი გაცივებული კარაქი (კარაქი არ უნდა იყოს ცხელი) 50 გრამი კაკაო და 65 გრამი ფქვილი გააერთიანე და დააცერი კვერცხის გულიან მასას და გააგძელე 

მიქსერით თქვეფა. როცა კარგად გაიხსნება ფქვილი დაამატე 500 გრამი თბილი რძე ( თბილი და არა ცხელი )ცალკე ათქვიფე კვერცხის ცილა რაც მოგრჩა
იმ ოთხი კვერცხიდან, როცა კარგი ბეზე ესეც ნაზად შეურიე. მიიღებ თხელ მასას . ეცადე ცილის შერევის დროს ბეზე არ დაშალო .
ეს მასა ჩაასხი ქაღალდ ჩაფენილ ფორმაში და გამოაცხვე 150 გრადისზე ( სანიავებლის გარეშე) 80 წუთი. სანიავებლიანი რეჯიმით 130 გრადუსზე 70 წუთი.(ჩხირით გასინჯე მაინც )
ფორმა 20X20. მზა გააცივე ოთახის ტემპერატურაზე და მერე რამოდენიმე საათი შედე მაცივარში . შემდეგ კი მიირთვი

 ფენების სახეს აძლევს ინგრედიენტების ის რიგი რაც მოცემულია რეცეპტში 

ანუ თანმიმდევრობა არ უნდა დაარღვიო. კარაქი არ უნდა იყოს ცხელი და რძე კიდე .

ესენი მნიშვნელოვანია . კარაქი ცოტა ცხელი თუ მოგივიდა იმ თეთრ ზოლს არ გაიკეთებს რაც აქვს 

ასევე შეიძლება ვანილის  და ყავის ვარიანტი, ვანილის იგივე დოზებია ყველფერი. ოღონდ, არ უშვები კაკაოს 
და ხმარობ ფქვილს 115 გრამს . ვანილს არომატად. ყავისას რაც შეეხება , ფქვილს ხმარობ 115 გრამს , მხოლოდ უმატებ ხსნად ყავას რძეში. 

 

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze