Pages

....ხაჭოს ბულკების რეცეპტი:


-.ხაჭოს ბულკებ[ის რეცეპტი:

1 კგ ფქვილი
2 ჭიქა რძე
2 ჭიქა შაქარი
3 ცალი კვერცხი
100გრ კარაქი
30-40 გრ საფუარი
მარილი და ვანილი გემოვნებით

......გავაკეთე შაქრის და კვერცხის გოგლიმოგლი, დავამატე კარაქი , მოვზილე ფქვილთან თბილ რძესთან და საფუართან ერთად.....დავდგი თბილ ადგილას გასაფუებლად და ამასობაში მოვამზადე კრემი : 150 გრამი ხაჭო და 150 გრ ნაღები გავთქვიფე ერთად დავამატე ნახევარი ჭიქა შაქარი
ცომი გაფუების შემდეგ ისევ მოვზილე და ვადროვე სანამ ხელახლა არ გაფუვდა......მასას მიიღებ ორჯერ მეტს გაფუების შედეგად , მერე შეგიძლია გააკეთო პატარა ბურტები და ჩააწყო რამე ფორმაში( მე მრგვალ ფორმაში ჩავაწყვე)მოასხამ გამზადებულ ხაჭოს კრემს რგოლებად.....კრემი მთელ მასას გაივლის და ძირს ჩადის მაგრამ არაუშავს biggrin.gif .....გამოვაცხვე 220 გრადუსზე და კიდევ თავზე გადავუსვი შაქრის სიროფი
.....ამ რაოდენობის მასალით 2 ცალი ასეთი გამომივიდა:

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze