Pages

ნამცხვარი ანიუტა სამარხვო


ნამცხვარი ”ანიუტა” სამარხვო
ცომი:
მასალა: 80 გრამი ზეთი (ნახევარ ჭიქაზე მეტი 2/3))
1,5 ჩ. ჭ. შაქარი
200 გრამი ბორჯომი
ვანილი 
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
3 ჩ. ჭ. ფქვილი
25 გრამი კაკაო
მომზადების წესი:
80 გრ. ზეთი და 1,5 ჭ. შაქარი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ 200 გრ. ბორჯომი, გამაფხვიერებელი, ვანილი, დავაცრათ 2 ჭიქა ფქვილი, გავყოთ მასა ორ ნაწილად, ერთს დავამატოთ 25 გრ კაკაო (დაახლოებით 3 ს. კოვზამდე რაოდენობით), ორივე მასას ცალ-ცალკე დავამატოთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ფქვილი (ანუ, მთლიანად გვჭირდება 3 ჭიქა ფქვილი). გავაერთგვაროვნოთ. თითოეული გუნდა გავყოთ ორ ნაწილად, საბოლოოდ მივიღებთ ოთხ გუნდას: ორი თეთრი, ორიც - კაკაოიანი. მასა გამოდის მოსველო, ხელებს და კოვზს რომ ეწებება ისეთი, მაგრამ ფქვილის დამატებას არ საჭიროებს.

26 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი (მე ზეთი გამოვიყენე), გავაბრტყელოთ სათითაოდ გუნდები ფქვილიანი ხელით და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე ზედა-ქვედა ცხობის რეჟიმით 15-20 წთ-ის განმავლობაში. 

გაითვალისწინეთ ღუმელის თავისებურებები, რომ თავი არ მიეწვას. ოდნავ ფერს რომ შეიცვლის თეთრი ფენა, მზადაა. ჯერ თეთრი ფენა გამოაცხვეთ, რომ ცხობის რეჟიმი დააზუსტოთ და შავი ფენებისთვისაც იგივე გამოიყენოთ.
--------------------------------
კრემი (ნებისმიერი სამარხვო კრემი გამოდგება - რძის ნაცვლად წყლით ჩანაცვლებული)
• 1 ლ წყალი
• 6 ს.კ.ფქვილი
• 120 გრ.შაქარი
• 100 გრ.კარაქი ან მარგარინი (სამარხვო)
• ვანილი
• 1 ჩ. ჭ. მოხალული დაჭრილი ნიგოზი
კრემის მომზადება:
ქვაბში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი და დაასხით თბილი წყლის ნახევარი. მორევით აქციეთ ერთიან მასად და დაამატეთ დარჩენილი წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ გამუდმებით, ხის კოვზით. არ უნდა მიგეწვათ. თანდათანობით მასა შესქელდება, რომ წამოდუღდება გადმოდგით და გააცივეთ.
კარაქი ცალკე ათქვიფეთ ძალიან კარგად გათეთრებამდე, დაამატეთ ცოტა ალკოჰოლი (1 სუფრის კოვზი) და ულუფობით შეათქვიფეთ მოხარშული, გაციებული მასა. ბოლოს შეურიეთ ვანილი, დაამატეთ ნიგოზი. 
----------------------
გამომცხვარ გაგრილებულ ფენებს თანმიმდევრობით: შავი-თეთრი-შავი-თეთრი წავუსვათ კრემი, ზედა (უკრემო) ფენას ვასხამთ მინანქარს:
25 გრამი კაკაო და 0,5 ჩ. ჭ. შაქარი შევურიოთ, დავამატოთ 4 ს. კ. წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე, ვურევთ ხის კოვზით დაახლოებით 5 წთ-ის მერე დავამატოთ 50 გრამი სამარხვო კარაქი. გადავანაწილოთ მინანქარი ნამცხვრის ზედაპირზე. 
სასურველია რამოდენიმე საათი დააყოვნოთ დაჭრამდე, ასე კრემი უფრო 'გაუჯდება' და ძალიან გემრიელია.

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze