Pages

წითელი ღვინისა და შოკოლადის კექსი სამარხვო


1.5 ჭიქა ფქვილი

1/3 ჭიქა კაკაო

1 ს.კ. სოდა ან 1 პაკეტი (10გ) გამაფხიერებელი (მე ეს უკანასკნელი გამოვიყენე)

1/2 ჭიქა შაქარი

1/2 ჩაის კოვზი მარილი

ვანილი

5 ს.კ. ზეთი (მზესუმზირის ან ზეითუნის, ვინც არ მარხულობს, გამდნარი კარაქი შეუძლია დაამატოს)

1/3 ან 1/2 ჭიქა მარწყვის მურაბა ან ჯემი

1 ჭიქა წითელი ღვინო

 

საზომად ერთსა და იმავე ჭიქას ვიყენებთ.

ყველა მშრალი ინგრედიენტი ავურიოთ თასში.  მე კაკაო და ფქვილი გავცერი,თქვენც გირჩევთ.

ცალკე ავურიოთ სველი ინგრედიენტები: ღვინო, მურაბა და ზეთი. თუ მურაბაში მთლიანი მარწყვებიცაა, არ დაინანოთ და აუცილებლად ჩააყოლეთ ცომში.  ჩავასხათ ფქვილიან ჯამში და შევურიოთ.

დაახლოებით 20 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაფრქვიოთ კაკაო, ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ დაახლოებით  40 წუთი 150 გრადუსზე.

ზემოდან კაკაო მოაფრქვიეთ, ან პუდრა. შეგიძლიათ შოკოლადი მოასხათ (ცოტაოდენ წყალთან ერთად გაადნეთ ორთქლზე).  თუ გნებავთ შუაზე გაჭერით და მარწყვის ჯემი წაუსვით, არაჩვეულებრივი იქნება! მაგრამ ამ შემთხვევაში ცომში დააკელით შაქარი ან ჯემის რაოდენობა.

ახალგამომცხვარს ღვინის ძლიერი არომატი გასდევს, ძალიან რბილი, ოდნავ ნოტიო და გემრიელია. მეორე დღეს გემო უფრო “დამჯდარი” და სრულყოფილია, არომატიც უფრო დამშვიდებული.  ვფიქრობ ფორთოხლის ჯემიც მოუხდება, შემდეგ ჯერზე ფორთოხლით ვცდი, ეს ხომ კლასიკური შეხამებაა.

ძალიან გემრიელია და განსხვავებული, მენდეთ :)

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze