Pages

ქოქოსის-ტრიუფელის ნამცხვარი


250 გრ. ქოქოსი
200 გრ. შაქარი
4 ცალი კვერცხის ცილა

300 გრ. შოკოლადი
350 მლ. ნაღები 36-38%
1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი

გავთქვიფოთ ცილა+შაქარი(ანუ ბეზეს მასა გამოვა)დავუმატოდ ქოქოსი.ეს მასა მოვათავსოთ ქაღალდ ჩაფენილ ყალიბში,გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 30-40 წუთი.გამოვიღოთ და გავაციოთ.

მოვამზადოთ კრემი:
ორთქლის აბაზანააზე გავადნოთ შოკოლადი,კარგად გავთქვიფოთ ნაღები(ამოვა ბეზესავით) და ცოტ-ცოტა შევათქვიფოთ შოკოლადი(უნდა იყოს გრილი).

გამომცხვარ ქოქოსის ფენას გადავუსვათ კრემის მას

მოვამზადოთ კრემი:
ორთქლის აბაზანააზე გავადნოთ შოკოლადი,კარგად გავთქვიფოთ ნაღები(ამოვა ბეზესავით) და ცოტ-ცოტა შევათქვიფოთ შოკოლადი(უნდა იყოს გრილი).

გამომცხვარ ქოქოსის ფენას გადავუსვათ კრემის მასა და მოვაყაროთ ზემოდან კაკაოს ფხვნილი.

 

II varianti


5 ცალი კვერცხის ცილა კარგად გათქვიფეთ 3/4 ჩ.ჭ.შაქართან ერთად(ანუ მაგარი ბეზე ამოიყვანეთ).
დაამატეთ 2,5 ჩ.ჭ ქოქოსი,გადაურიეთ,გადაიტანეთ ყალიბში და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი.
ყალიბს ჩაუფინეთ საკონდიტრო ქაღალდი და კარაქი გადაუსვით.

ამ გამომცხვარ ქოქოსის ბეზეს ზემოდან გადაუსვით ნაღების კრემი:
გათქვეფეთ 300გრ. ნაღები (38%) და გამდნარი შოკოლადი შეათქვიფეთ 250 გრ. ,ანუ გაადნეთ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე და ამოყვანილ ნაღებს შეათქვიფეთ.ოღონდ შოკოლადი ცხელი არუნდაიყოს! მთავარია ნაღები დიდხანს ართქვიფოთ თორე კარაქში გადავა!

წაუსვით გამომცხვარ ბეზეს ნაღების კრემი და მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.

მე კიდე თეთრი ნაღები გადაუსვი და მარმარილოს კრემის ეფეკტი მიიღო ,თეთრი შოკოლადიც მოვახეხე!

 

500გრ. შაქრის პუდრი
200გრ. კარაქი
50გრ. კაკაო
200გრ. რძის ფხვნილი

აურიოთ რძის ფხვნილი+კაკაო,მოვაკლოთ 3-4 კოვზი(ამოსაგუნდავებლად).
გავთქვიფოთ კარაქი+შაქრის პუდრი.
ეს ორი მასა სევაერთოდ და მოვზილოთ.
შეიძლება ცოტა კარაქის დამატება მოგიწიოთsmile.gif
მივცეთ მოგრძო ფორმა(ძეხვივით),მოვაჭრათ ნაჭრები და მივცეთ ტრიუფელის ფორმა,ამოვაგუნდაოთ რძის+კაკაოს ფხვნილში.
შევდოთ საყინულეში 40 წუთით, მერე შეიძლება გადაიტანოთ თეფშზე და მიირთვათ.

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=2432&Itemid=55

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze