Pages

ბეზეს რულეტი


ბეზესთვის თქვეფ 6 კვერცხის ცილითა და 1,5 ჭიქა შაქრით (250გ)ბეზეს მასას, უმატებ, 2,5 ს.კ. სახამებელს, ვანილს და კოვზით ურევ 1-2 ჩ.კ. თეთრი ღვინის ან ვაშლის ძმარს (მე თაფლის ძმარი ავურიე.)

ბეზეს დებ დიდი ზომის თუნუქის ფურცლები რომ აქვს გაზქურებს. ძირზე ცხიმწასმული ქაღალდი უნდა დაუფინო. მე მაქვს ტეფალის ქაღალდი და ამიტომ სულ მაგას ვხმარობ. 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ბეზეს ფენას 10-12 წუთი აცხობ და მერე გააგრილებ. 1 ჭიქა სქელი ნაღები 35%-იანი უნდა გათქვიფო2-3 ს.კ. შაქრის პუდრასთან ერთად და წაუსვა ბეზეს ფენას., ფრთხილად გადაახვიე ქაღალდის დახმარებით და თან ქაღალდი მოაცალე. ბოლოს 1 საათით შედე მაცივარში და დაჭერი. ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარე. კრემთან ერთად შეგიძლია მოაყარო კენკრა, რაიმე ხილი და ა.შ.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze