Pages

შუს რეცეპტი 3 varianti


 4კვერცხი
100 გრ. მარგარინი (ან კარაქი)
1 ჩაის ჭიქა ფქვილი
1 ჩაის ჭიქა წყალი
ვანილი (გემოვნებით)

ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი და 100 გრ. მარგარინი (ან კარაქი) და აადუღეთ. დაამატეთ 1 ჭიქა ფქვილი და კარგად აურიეთ. შემდეგ გადმოდგით გაზის ქურიდან და სათითაოდ დაამატეთ 4 კვერცხი. აურიეთ სანამ მასა ერთი კონსისტენციის გახდება (თუ ოდნავ გააგრილებთ, შესაძლებელია ხელით მოზილვაც). იმის შემდეგ რაც ცომი მზადაა, დაყავით პატარ-პატარა ნახილებად, დაამრგვალეთ ბურთებად და გამოაცხვეთ გაზის ქურაში.

კრემი:
1 ჩაის ჭიქა რძე
2 კვერცხის გული
2 სუფრის კოვზი ფქვილი
¾ ჩაის ჭიქა შაქარი
100 გრ. კარაქი
ვანილი (გემოვნებით)

აადუღეთ 500 გრ. რძე და დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი. ურიეთ ხშირად სანამ ბოლომდე არ გაიხსნება ფქვილი. ცალკე ათქვიფეთ 2 კვერცხის გული და ¾ ჩაის ჭიქა შაქარი (ანუ გააკეთეთ გოგლი-მოგლი). დაამატეთ გოგლი-მოგლი მდუღარე რძეს და ურიეთ. გადმოდგით გაზის ქურიდან და დააცადეთ სანამ კარგად გაგრილდება. ცალკე ათქვიფეთ 100 გრ. დარბილებული კარაქი და აურიეთ მანამდე მომზადებულ გაგრილებულ მასას. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გოგლი-მოგლს დაუმატოთ ½ ჩაის ჭიქა კაკაო და გამოგივათ შოკოლადის კრემი.

pepis recapti http://forum.ge/?f=82&showtopic=33937461&st=705

მასალა: 200 გრ. ხორბლის თეთრი ფქვილი; 300 მლ. წყალი; 150 გრ. კარაქი; 6 ცალი კვერცხი; მწიკვი მარილი.

გაახურეთ აირღუმელი 220 გრადუსამდე ან გაზი 7-მდე. გამოჭერით პერგანემტის ქაღალდი თუნუქის ფურცლის ზომაზე.

1. გაცერით ფქვილი და აურიეთ მარილი;
2. მოათავსეთ წყალი და კარაქი საშუალო ზომის ქვაბში და შედგით საშუალო ზომის ცეცხლზე; ქვაბს უნდა ქონდეს საშჲალო ან მაღალი გვერდები; ურიეთ, სანამ კარაქი არ გადნება; როცა ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან;
3. ადუღებულ კარაქიან მასას დაამატეთ ფქვილი და ურიეთ საბოლოო გახსნამდე ხის კოვზით. მასა უნდა შეიკრას ერთ მთლიან ”ბურთად”;
4. შეამცირეთ ცეცხლი და დააბრუნეთ ქვაბი ცეცხლზე; ურიეთ დაახლოებით 1 წუთი ან სანამ ქვაბის ძირზე და გვერდებზე ცომის მასის ნარჩენები არ დაიწყებს დაბრაწვას, ფერის შეცვლას;
5. გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ 1 წუთით;
6. ამ დროში დატეხეთ კვერცხები და მსუბუქად ათქვიფეთ. ისე, რომ ერთიანი მასა გახდეს;
7. დაიწყეთ კვერცხის მასის ჩაჭვება ცომიან ქვაბში, ოღონდ ნაწილ-ნაწილ. ჩაუშვით ჯერ ¼, შემდეგ კიდევ დაამატეთ და ასე, შემდეგ - სანამ ცომი არ გახდება თხევადი, მაგრამ სქელი კონსისტენციის. ანუ, ცომს კოვზით რომ ამოიღებთ და გადმოაპირქვავებთ მასა კოვზზე არ უნდა ჩერდებოდეს, მაგრამ არც სწრაფად არ უნდა ვადებოდეს ძირს; 
8. ცომი გამოიყენება მომზადებისთანავე, მაგრამ შეგიძლიათ გადააფაროთ სამზარეულო ტილო და შეინახოთ მაცივარში 12 საათამდე. როცა პნაწილ-ნაწილ ცხვება - მაშინ მაცივარში შენახვა საჭირო აღარ არის.

აქ ორი მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი:
1. კვერცის რაოდენობა - რომელიც შეიძლება იყვეს 5 ცალიც და 8 ცალიც. მთავარია ცომი მივიდეს იმ კონსისტენციამდე, რაც აღწერილია ზემოთ."10.1. ავთქვიფოთ ერთი ცალი კვერცხის გული და ნაზად გადავუსვათ უკვე თუნუქის ფურცელზე დალაგებულ ცომის ბურთულებს"
2. როცა ცხვვება ღუმელში, 15-20 წუთის შემდეგ გამოირეთ და ბასრი დანით გვერდზე ფრთხილად ჩახვრიტეთ და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 5-7 წუთით. ასე შიგნითაც გამოშრება და არც დავარდება.

გაცივების შემდეგ გამომცხვარი ბურთულები შეავსეთ ცივი კრემით.
შეიძლება ზემოდან მოესხას სიროფი, შოკოლადი ან მოეყაროს შაქრის პუნდა.

მომზადების დრო - 20 წუთი; ცხობის დროს - 60 წუთი.


III- varianti    http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=315
2ჭიქა წყალი ავადუღოთ, დავამატოთ ცოტა მარილი და ჩავამატოთ 200გრამი კარაქი,როცა გადნება დავამატოთ ჭიქანახევარი ფქვილი და ხის კოვზით კარგად ვურიოთ,მასა უნდა გახდეს ერთგვაროვანი,როცა ფსკერზე და კედლებზე მიეკვრება თხელი ფენა,გადმოვდგათ და შევათქვიფოთ 8 კვერცხი. წინასწარ გახურებულ ღუმელში 200გრადუსზე,ზეთწასმულ ჟარონაზე დავალაგოთ კოვზებით,ან მოსართავით (უფრო ლამაზია),მე კოვზით დავდე და გამოვაცხოთ,დაახლ 20 წუთის შემდეგ შევაღოთ კარი და ბასრი დანით დავჩხვლიტოთ რომ კარგად გამოშრეს.

შიგთავსი მომზადებულია მოხარშული კრემისა კარაქის ნარევით.

ეკლერი (იგივე შუ)   http://forum.ge/?f=82&showtopic=34153984&st=1245  volli35

1 ჭიქა (250 გრ) წყალი + 100 გრ კარაქი (მარგარინი) + 0.5 ჩ.კ. მარილი
ეს ყველაფერი უნდა მაღალ ცეცხლზე ადუღდეს ერთად ცხიმის ბოლომდე გადნობამდე ....
და ამას ემატება ზუსტად იმავე ზომის ჭიქა ფქვილი ცეცხლზევე (ოღონდ უკვე დაბალზე) და კარგად მოურევთ ხის კოვზით ....
ისე რომ დაგინდავდეს სავით ცომი (ანუ შეიკრას საკაიფოდ)
გადმოდგავთ და სათითაოდ ჩაათქვეფავთ მიქსერით 5-6 (სიდიდის მიხედვით) კვერცხს ....
ნუუუუუუუ ცომი უნდა იყოს ისეთი სისქის რომ ტაფაზე დადებისას ფორმა შეინარჩუნოს ... მაგრამ მაგარი არ უნდა იყოს

ეხლა როგორ ვაძლევ ბოლო პერიოდია ეკლერის ფორმას:
ვიღებ ერთჯერად პარკს (დღეს ფაილი გამოვიყენე და მოვიხიბლე)
ვდებ ცომს პარკში და ვაჭრი წვერს პატარაზე ....
შემდეგ ვუშვებ ტაფაზე (არაფერი არ უნდა წაუსვათ ტაფას ამ დროს) გრძელ ფორმებს .... სიგრძე სიგანეს თავად განსაზღვრავთ

ვდგავ ტაფას ღუმელში მაღალ ცეცხლზე (190-200 გრ) 35 წუთით ..... ეკლერები_შუები უნდა იყოს გაფუებულ-გარედან შებრაწულები
შემდეგ ვუწევ ცეცხლს 160 გრადუსამდე და ისევ ვტოვებ ღუმელში 15 წუთით

ცხობის პერიოდში ღუმელის კარების გამოღება სასტიკად იკრძალება ...
ბოლო 15 წუთიც რომ გავა გამორთავთ ცეცხლს .... გამოაღებთ ოდნავ კარებს და დატოვებთ შესაგრილებლად ღუმელში ასე 15-20 წუთით  შუების/ეკლერების ცომს სანამ ვდებდი თუნუქის ფურცელზე დაგებულ საცხობ ხალიჩაზე (მადლობა პეპის საჩუქრისთვის) ავანტე გაზი Gუმელში 250გრადუსამდე და კარგად გავახურე ღუმელი ... შემდეგ გამოვრთე და შევდგი ეს ამბავი საშუალო სიმაღლის თაროზე .... და გამორთულ ღუმელში დავტოვე ცომ-შუები 10 წუთით
შემდეგ ჩავურთე ცეცხლი 175 გრადუსზე 35 წუთის განმავლოვაში ... ჰოდა სულ ესაა ... გამოდის საუკეთესონი და თან აღარ სჭირდება ღუმელში დატოვება ცხობის მერე ... ეგრევე შეგიძლიათ გამოიღოთ ცხობის მერე

rtuli http://forum.ge/?f=82&showtopic=34430626&st=480

200მლ.რძე+წყალი 50/50-ზე ,ამავე რაოდენობის ჭიქით ფქვილი,120გრ.კარაქი,ცოტა მარილი და 3 ცალი დიდი ზომის კვერცხი.
მომზადების ტექნოლოგია გეცოდინებათ...ცხვება 25 წუთი 200გრადუსზე,მერე 150-დე ვუწევ და ვაშრობ დაახლოებით 15-20 წუთს კიდე,ვთიშავ გაზსს და ღუმელის ღია კარში ვტოვებ შეგრილებამდე.

წუ-წუნა http://forum.ge/?f=82&showtopic=34623560&st=825
300 გრ ფქვილი 
200 გრ კარაქი
2 ჭიაქა წყალი
6 ცალი კვერცხი
სოდა ნახევარი ჩაის კოვზი
მარილი ძალიან ცოტა 

მომზადება
ვადუღებ წყალს და მასთან ერთად კარაქსაც
ჩავყრი ფქვილსაც და ვურევ განუწყვეტლივ ხის კოვზით 
ამ მასას გადმოვდგამ , როცა შენელდება მერე ვამატებ კვერცხს, სოდას მარილს და ვთქვიფავ მიქსერით
ეს არის გამზადებული მასა რომელსაც ვაცხობ ცხიმმოსმულ ჟარონზე 180 გრადუსზე .....დროს არასდროს ვინიშნავ როგორც კი ოქროსფერი ხდება მაშინვე გადმოვიღებ ......გაცივების შემდეგ ხრაშუნები ხდებიან
კრემი 200 გრ ნაღებს ვთქვიფავ და ვუმატებ 100 გრ მასკარპონეს .....ფაფუკი და ჰაეროვანი კრემი გამოდის გამოვიყენე მოხალული ნუში


წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze