Pages

შოკოლადის ბისკვიტი ნაღების სუფლეთი ჩიტის რძის ნაირი


ბისკვიტი:
25 გრ კაკაო
35 გრ ფქვილი
10 გრ თაფლი
4 კვერცხი
80 გრ შაქარი
1ჩ,კ გამაფხვიერებელი
1 ს.კ წყალი
ვანილი

კრემი:
350 მლ ნაღები (35%)
180 გრ შედედებული რძე (სგუშონი)
80 გრ კარაქი
1ს.კ თაფლი
8 გრ ჟელატინი
ვანილი
მომზადების წესი

ბისკვიტი:
კვერცხის გულებით და შაქრით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი + თაფლი და კარგად ამოვურიოთ.
კვერცხის ცილას დავასხათ 1 სკ წყალი და გავთქვიფოთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. გოგლი-მოგლი და ცილის მასა ფრთხილად შევურიოთ ერთმანეთში ხის კოვზით, დავაცრათ ჯერ ფქვილი, შემდეგ კაკაო, ვანილი და გამაფხვიერებელი.
ვაცხვობთ 150 გრადუს ტემპერატურაზე 15 წთ.
გამომცხვარი ბისკვიტი შევაგრილოთ და გავჭრათ შუაზე თანაბარ ნაწილებად.

კრემი:
ჟელატინს დავასხათ 3 ს.კ წყალი და გავაჩეროთ 15 წთ. შემდეგ დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და მოვიყვანოთ ადუღებამდე, თან ვურიოთ. არ უნდა აგვიდუღდეს.
ნაღები გავთქვიფოთ კრემისებური მასის მიღებამდე. ოთახის ტემპერატურის კარაქს შევათქვიფოთ შედედებული რძე + თაფლი და ვანილი, შევურიოთ ასევე შეგრილებულ ჟელატინი, ბოლოს გათქვეფილი ნაღები და კარგად ამოვურიოთ.
კრემი შეგვიძლია შევდგათ მაცივარში, ან ცივ ადილას დავდგათ მანამ, სანამ ჟელატინის დაიწყებს მოქმედებას და კრემი მივა სქელ, მყარ კონდიციამდე. ოღონდ ძალიან არ უნდა გამაგრდეს, წინააღმდეგ შმთხვევაში გაგვიჭირდება ბისკვიტზე გადასმა.
არსებობს მეორე ვარიანტიც, შეგვიძლია მაშინვე გამზადებული კრემი დავასხათ ბისკვიტს, რომელიც სპეციალურ ყალიბში იქნება მოთავსებული და ზემოდან დავადებთ მეორე ბისკვიტს. ასეთ შემთხვევაში კრემის გაციება და ლოდინი აღარ დაგვჭირდება.
გაჭრილ ბისკვიტს ვუსვამთ კრემს და ვადებთ მეორე ნაწილს. სასურველია მთელი ღამით გავაჩეროთ მაცივარში.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze