Pages

კრემი


მასალა კრემისთვის:
რძე – 1,25 ჭიქა
3 კვერცხის გული
3 ს/კ პურის ფქვილი (ან სიმინდის სახამებელი)
ჟელატინი 1 ლიტრისთვის საკმარისი ოდენობის (+1/2 ჭიქა წყალი გასახსნელად ან ტკბილი წვენი)
შაქარი (1 ჭიქამდე – გემოვნებით)
არაჟანი – 400 გრამი
კარაქი – 50 გრამი

მოხარშული კრემისთვის ისევ ნინოს ფრანგულ რეცეპტს მივადექი: 3 კვერცხის გული გავთქვიფე შაქარში, დავუმატე ცხელი რძე და 3 ს/კ ფქვილი შესასქელებლად (სიმინდის სახამებელი ჯობია, მაგრამ არ მქონდა), ვანილი, მარილი და ვადუღე შესქელებამდე, თან ცხელშივე ჩავურიე 50 გრ კარაქი. შემდეგ გადმოვდგი, გადავაკარი საკონდიტრო ცელოფანი (კრემზე და არა უბრალოდ ქვაბზე), რომ ხშირი ამორევა არ დაჭირდეს, და ზემოდან კრემი არ გამაგრდეს. ჩავდგი ცივ წყალში გასაგრილებლად და ამასობაში დავიწყე ჟელატინის გახსნა ჟოლოს წვენში, ცოტა ხანს წამოვადუღე და ესეც გასაგრილებლად დავდგი.

როცა ყველაფერი გაგრილდა, კრემები შევურიე ერთმანეთში კარგად. გაგრილებული ბისკვიტი გავჭერი შუაზე და ქვედა ფენა ჩავდე ისევ საცხობ ფორმაში. დავასხი კრემის 2/3. შემდეგ დავაფარე ბისკვიტის ზედა ფენა და ისევ დავასხი კრემის დარჩენილი ნაწილი. შევდგი მაცივარში დილამდე,

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze