Pages

ფხვიერი ცომი თხილის არომატით.


350 გრამი კარაქი
200 შაქრის პუდრა
50 გრამი ცილა
150 გრამი თხილის პასტა
600 გრამი ფქვილი
ვანილი
მწიკვი მარილი
თხილის პასტისათვის

თხილი      

რბილი კარაქი ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად დაუამატეთ თხილის პასტა და კვეცხის ცილა + ვანილი, მწიკვი მარილი და ბოლოს ფქვილი.

აურიეთ ეს ყველაფერი კარგად, მოათავსეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში რომ კარგად გაცივდეს . თუ კი 24 საათი დატოვებთ მაცივარში უკეთესი იქნება.

შემდეგ ისევ გადაზილეთ რომ 'ელასტირობა' დაუბრუნდეს და გამოიყენეთ.

თხილის პასტის მომზადება:

თხილი მოხალეთ და ცხელივე ჩაყარეთ ქათერში და დაფქვით მანამ, სანამ თხელ მასად არ გადაიქცევა. ზუსტად რამდენი გარმი თხილი უნდა 150 გრამ თხილის პასტას ვერ გეტყვით, რადგან მე ამ პასტას ვამზადებ ბევრს, მაცივარში მიდევს და სხვადასხვა რამისათვის ვხმარობ. ამიტომ ქილიდან უკვე მზა 150 გრამი ამოვიღე.

ვარიაციები:

ამ ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ ფიგურული კალათები, ტარტები და სხვა უამრავი რამ.

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze