Pages

მექსიკური TORTILLAS ბეკონით


70 გრ ხორბლის ფქვილი
30 გრ ჭადის ფქვილი
10 გრ ზეთი(სიმინდის ზეთი გამოვიყენე)
½ ჩ/ კ მარილი
½ ჩ/კ გამაფხვიერებელი
¼ ჩ/კ შაქარი
53 გრ წყალი

ბეკონიანი Taco-სთვის (ანუ ტორტიაში გახვეული სხვადასხვა გულსართი):
ბეკონი
წიწაკა
მწვანე ხახვი
პამიდორი

სალათის ფურცელი,ღვინის ძმარი ბალზამიკო

ჩამოთვლილი ინგრედიენტებით მოზილეთ ცომი.
ცომი გაყავით 5 თანაბარ ნაწილად.
ცომის გუნდები სათითაოდ გააბრტყელეთ ტაფის ზომაზე.
დაბალ ცეცხლზე, უცხიმოდ შეწვით ორივე მხრიდან. ეცადეთ ცომი ზედმეტად არ გამოაშროთ.
ტორტია ბლინებივით რბილი ტექსტურის გამოდის თუ ოდნავ შეაშხურებთ წყალს, ჩადებთ ცელოფანში ან შეახვევთ ტილოში გაცივებამდე.
ტორტია უფრო მკვრივი და ხრაშუნა გამოვა, თუ დასველების გარეშე პირდაპირ ცელოფანში მოათავსებთ.
ცომი გაყვანა ალბათ არ გაგიძნელდებათ, თუმცა, შესაძლოა, კიდეები თანაბარი ზომის არ გამოვიდეს.
დააფარეთ ცომს შესაბამისი ზომის თეფში და პიცის საჭრელით შემოჭერით ზედმეტი ცომი.
ჩამოჭრილი ცომის ნაჭრები შეგიძლიათ აზილოთ ერთმანეთში და თავიდან გააბრტყელოთ.პამიდორი, ბულგარული წიწაკა დაჭერით, მოასხით ძმარი ბალზამიკო.
ბეკონის ნაჭრები, პამიდვრის, ბულგარულის ნაჭრები დაალაგეთ ტორტიაზე, ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ცხარე წიწაკა, სალათის ფურცლები და მოკეცეთ ან გადაახვიეთ

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze