Pages

LUTA ს პასკა


საფუარი მოვზილე: 25 გრამი რძითა და 50 გრამი ფქვილით +2 გრამი საფუარი და 1 ჩაის კოვზი შაქარი ვაცადე გაფუება.

300 გრამი ფქვილი ვიხმარე 90 გრამი კარაქი 1 დიდი კვერცხი და 1 კვერცხის გული
100 გრამი რძე 150 გრამი შაქარი 2 გრამი საფუარი დაწნეხილი 50 გრამი არაჟანი.მარილი ვუქენი ბოლოში არაჟნის მერე . ფქვილი იყო მკაცრად განსაზღვრული და იმის ხარჯზე დავარეგულირე კვერცხი და რძე .
როცა მივიღე სასურველი სისქე ცომის შევწყვიტე სითხის მიცემა . ფქვილს ვაზელდი სითხეს . რადგან ყველა ფქვილი სხვადასხვაა ამიტომ ფქვილის
ისე მიცემას 'რასაც შეიზელს' სითხის მოკლება ვამჯობინე . გადმოვიღე ჯამიდან და 
დარბილებული კარაქი კრემივით გადავუსვი სამუშაო მაგიდაზე და ისე შევურიე.

ცომი იყო ხელს ეწეპებოდა მაცივარში მედო მთელი ღამე . მეორე დილით ჯერ ერთი საათი ოთახის ტემპერატურაზე მედო და მერე დავამატე ქიშმიშები
ქიშმიშს საღამოს ცხელი წყალი დავასხი და 10 წთ თავდახურული მედო მერე გადავწურე წყალი და მთელი ღამე დავტოვე.
პირდაპირ კონიაკში არ ვალბობ რადგან ცხელი წყლით 'ჭუჭყი'სცილდება .
მაგრამ ფორმა მქონდა დიდი და ცომი პატარა . ამიტომ ვერ გაიკეთა გუმბათი .
ფორმაში რომ ჩავდე საფუარის სიმცირის გამო 8 საათი და კიდე მეტი ფუვდებოდა . ძირითადი რეცეპტი ნ.ჯ.ის 

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze