Pages

სააღდგომო კულიჩი n.j


15 კვერცხი
1,5-2კგ შაქარი
500გრ კარაქი (ან მარგარინი, ან 50/50)
500-700 გრ არაჟანი
3,5 კგ ფქვილი (დაახლოებით, შესაძლებელია -/+)
1ჩ.კ. ვანილი
1 ჩ.კ. მუსკატი
1/2 ჩ.კ მიხაკი(დაფქული ან დაჩეჩქვილი წვრილად)
1ჩ.კ. დარიჩინი
2ჩ.კ. ილი ანუ კარდამონი
2კანიანად გატარებული ლიმონი
500გრ ქიშმიში
ფორთოხლის ცუკატები(სასურველია)
ცალკე აიღეთ
5-6 ს.კ საფუარი
1 ჭ თბილი წყალი
1 ლ თბილი რძე
1ს.კ. შაქარი
მარილი
ცოტა ფქვილი საერთო რაოდენობიდან
მომზადების წესი

ქიშმიში დაალბეთ კონიაკში.

თბილ რძეს დაამატეთ წყალი და გახსენით საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა ფქვილი. აცალეთ აფუება.

გათქვიფეთ შაქარი და კვერცხები, შეურიეთ არაჟანი და საფუვრიანი მასა.

შემდეგ იწყებთ ამ მასით ცომის ზელვას: ამატებთ სანელებლებს ლიმონის ჩათვლით, კარგად გახსნით. შემდეგ ამატებთ დაახლოებით 3 კგ ფქვილს და კარგად ზელავთ. თუ ცომი ძალიან თხელი გეჩვენებათ, ნელნელა გაზარდეთ ( რომ გააკონტროლოთ) ფქვილის რაოდენობა, ცომი უნდა იყოს პურის ცომზე უფრო ნაზი, მაგრამ არა თხევადი.

ცომის მოზელვისას ხელები ისველეთ ზეთში.

მოზელილი ცომი შეფუთეთ და აცალეთ აფუება, შემდეგ უკან ჩაზილეთ, თან შეაზილეთ გამდნარი კარაქი

თუ დრო გაქვთ, მეორე ამოფუების შემდეგაც ჩაზილეთ, თუ არა და ცომს შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ცუკატები, გაანაწილეთ საცხობ ფორმებში 2/3-ზე და ცოტა ხნით დაასვენეთ.

გამოაცხეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. შემდეგ გასინჯეთ ჩხირით, თუ შიგნით მშრალია, გამოიღეთ, თუ არა და დაბალ ტემპერატურაზე ცოტა ხანი კიდევ დატოვეთ.
ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს.
დამატებითი ინფორმაცია

ფორმაში ძირზე ჩააფინეთ ქაღალდი, თავად ფორმაც კარგად გაცხიმეთ. კულიჩი გამოდის სურნელოვანი, ოდნავ სველი ეფექტით (არაჟნის დამსახურებით) და ძალიან გემრიელი. ინგრედიენტების ეს რაოდენობა საკმარისია დაახლოებით 8-10 საშუალო ზომის კულიჩისთვის. შესაძლებელია გაანახევროთ და ისე გააკეთოთ.

თუ ძალიან ტკბილი გიყვართ, შაქრის რაოდენობა შეგიძლიათ კიდევ გაზარდოთ. ჩემთვის ეს რაოდენობა საკმარისია, თუმცა რამდენიმე მომხმარებელმა ჩათვალა რომ მეტი სჭირდებოდა, თავად გადაწყვიტეთ

წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze