Pages

პან ბრიოში luta,


LUTA  

250 გრამი ფქვილი

40 გრამი რძე
7 გრამი დაწნეხილი საფუარი (მშრალი საფუარი 7х0,41=2,87)
90 გრამი კვერცხი (მთლიანი )
75 გრამი შაქარი
7 გრამი თაფლი
90 გრამი კარაქი
5 გრამი რომი
1 ლიმონის გახეხეილი კანი
ვანილი

მწიკვი მარილი

ფქვილი და შაქარი ჩავყაროთ ჯამში, დავაფშვნათ ზემოდან საფუარი და დავამატოთ რძე.

დავიწყოთ ზელვა.

მერე ნელ-ნელა კვერცხი შევურიოთ + თაფლი, რომი, ლიმონის კანი და ბოლოს კრემივით დარბილებული კარაქი, მარილიც.

მეორე ინგრედიენტი არ ემატება, სანამ პირევლი კარგად არ იქნება შეზელილი.

მე კარაქი კარგად კრემივით დავარბილე, მერე ხელებზე ვისვამდი და ისე ნელ-ნელა ვაზელდი ცომს და თან განვაგრძობდი ცომის დამუშავებას. 

მოზელილი ცომი ცელოფანში გახვეული მთელი ღამე შედეთ მაცივარში.

შემდეგ ორი საათი ოთახის ტემპერატურაზე ცელოფანგადაფარებული გააჩერეთ. გადაზილეთ მსუბუქად. მიეცით მოგრძო ფორმა. ჩადებთ ყალიბში და დაელოდებით რომ აფუვდეს. რცხის გული+ რძის ნაზავს გადავუსვამთ თავზე.

ცხვება 180-200 გრადუსზე . დაახლოები 20 წთამდე ან ჩხირით გაუსინჯეთ გული. 

P.S., კვერცხის ნახევარ პორციას რომ შეაზელთ მეორე ნახევარი ნელ-ნელა შეაზილეთ რომ არ გაგითხელდეთ ცომი. დააკვირდით შეიძლება მთლიანად არ დაჭირდეს (ფქვილის შეწოვის უნარიანობაზეა დამოკიდებული) ცომი არის ოდნავ წებოვანი მაგრამ არ თხელი. ასევე შეიძლება დაემატოს კაკაო და გამოცხევს შოკოლადის. ან დაემატოს შოკოლადის წვეთები .

 

 



წყარო  ბეჭდვა


ცომეული

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze